• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტელევიზიებმა კადრები დაამონტაჟეს, რომ მონსტრად გამოვეყვანე, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ აგრესიულად მივედი – მეუფე სტეფანე

ალია ავტორი - ალია
15:04 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ვერავინ მეტყვის, ვერ დამიმტკიცებს და დამისაბუთებს, რომ როდესმე ვინმესთან აგრესიულად მივედი და ჩემგან რაიმე აგრესია იყო პროვოცირებული.

ყველაფერი, ყვირილი და ამბები დიაკვნების საკითხით დაიწყო. რა ვთხოვე მე მათ? თავიანთი მოვალეობის შესრულება. დიაკვანი არის იმისთვის, რომ ეკლესიაში იმსახუროს. ეკლესიაში მსახურება, პირველ რიგში, არის ეპისკოპოსთან მსახურება. თუ ვინმეს ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, გეტყვით, რომ მოციქულთა საქმეში პირდაპირ წერია, როგორ მოხდა დიაკვნების გამორჩევა. ისინი გამოარჩიეს იმისთვის, რომ მათ შეემსუბუქებინათ მოციქულების საქმიანობა. დღევანდელ დღეს, მოციქულების მოვალეობას ასრულებენ ეპისკოპოსები. ასე გვასწავლის ეკლესიის სწავლება. მღდელმთავარმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე.

როცა მოვედი, არცერთი დიაკვანი არ დამხვდა, არადა, აღმოჩნდა, რომ 5 დიაკვანი ყოფილა.

ერთმა მითხრა, რომ ავად ვარო და რაღაც პირობებს მიყენებდა. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ, ვინც კატეგორიულად უარს ამბობდა, მომიწია, რომ ხანგრძლივი შეგონების შემდეგ, მსახურების შეჩერება გამომეყენებინა. სხვა გზა არ დამიტოვეს.

ვიცოდი, რომ იყო ერთი ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა კითხვების დასმა და შევეცადე, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. გვინდოდა ეს სამღვდელოების შეკრებაზე მომხდარიყო და ამაზე უკეთესი ტრიბუნა, სად იქნებოდა, როდესაც ადამიანს შიდა საკითხები გაქვს გასარკვევი. კითხვები გაქვს და პასუხები გინდა. დავიწყეთ ეს კრება, ვისაუბრეთ, კითხვები დასვეს, არ უნდოდათ, პასუხები მოესმინათ. დაიწყო ყვირილი, წივილი, კივილი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება, ჩხუბის სახით არ ყოფილა. იყო სიტყვიერი შეკამათებები ერთმანეთის მიმართ. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, დამემშვიდებინა ყველა და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რამდენადაც შევძელი, მოვახერხე. შემდეგ როგორღაც, სიგნალი მიეცათ, შიგნიდან, გარედან და შემდეგ ერთობლივი შემოტევა წამოვიდა.

ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც საჯარო სივრცე არ არის, შემოიჭრა ამ ხალხის ნაწილი. ისინი იმ ადამიანების მიერ იყვნენ მოყვანილი, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. ფანჯრების მტვრევა დაიწყეს, მათ კრების დარბაზის კარი გააღეს, რასაც ცნობილი ინციდენტი მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები აივნიდან გადაცვივდნენ. შემდეგ ეს უნდოდათ ჩემთვის დაებრალებინათ, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევით, იქ ვინმე დაზიანდა; რომ მე ვუთხარი, დაეტაკეთ იმ კარს და გადაყარეთ ისინი და ასე შემდეგ…

ზოგიერთმა ტელევიზიამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა… ზოგმა – შეგნებულად, ზოგმა – შეუგნებლად. ყველა საინფორმაციო გადაცემაში, რომელიც 8 მარტს იყო, „ტვ პირველის“, „მთავრი არხისა“ და სხვა ტელევიზიების ეთერში, ჩანს მიკერძოება.

წუთების მიხედვით შემიძლია დაგანახოთ, როდის არ იცოდნენ, ჯერ რა ეთქვათ, შემდეგ გადაცემებში რაღაც კადრები ქრებოდა, ერთმანეთს ედებოდა განსხვავებული ხმა და კადრები, საბოლოო ჯამში, ამ მანიპულაციებით, საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოვყავდი. ჩემი მონსტრად გამოყვანის ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდა. ვირტუალური რეალობა არაა რეალობა, რომელსაც შენ ქმნი. როცა ჩვენ რაიმე კადრს ვდებთ, ამას ვდებთ დაუმონტაჟებლად…”

შეგახსენებთ, 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს, ეპარქიის რეზიდენციის აივანი ჩაინგრა, რის შედეგედაც, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ფორმულას“, POSTV-ის, „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

თეგები: მეუფე სტეფანე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved