• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას სიურპრიზებს გვიმზადებენ ვარსკვლავები 2021 წლის მაისში?

ალია ავტორი - ალია
20:37 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ვერძი

ვერძებო, სოციალიზაცია და კომუნიკაცია ამ თვეში გაცილებით ადვილად აეწყობა. შესაძლოა კონკურენტებიც კი აღმოაჩინოთ, რომლებსაც თქვენი მაღალი პედესტალიდან ჩამოგდება სურთ. ჩვენი რჩევაა, ნუ ჩათვლით მათ, თქვენი არსებობის მთავარ საფრთხედ. უმჯობესია, მათი არსებობა სამყაროსეულ დახმარებად და პიროვნული განვითარების აუცილებლობად მიიღოთ.

ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის მხრივ, შესაძლოა მცირე პრობლემებს გადააწყდეთ. შეეცადეთ დროულად მოახდინოთ მათი იდენტიფიკაცია და განადგურება. სხვა შემთხვევაში, მომავალში დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით.

კურო
კუროებო, ამ თვეში თქვენი პიროვნების განმსაზღვრელი თვისება მგრძნობელობა იქნება. ალბათ ეს ბუნებრივიცაა, რადგან მთელი კოსმოსი თქვენს დაბადება ზეიმობს. მაისი შესანიშნავი დროა საყვარელი ადამიანების განებივრებისა და სიყვარულის გაზიარებისთვის.

განსაკურებით კი, 12 მაისს – ახალი მთვარის ფაზაში. ამ დროს, თქვენ მძაფრად შეიგრძნობთ თქვენს ქცევებსა და მოთხოვნილებებს შორის არსებულ მთლიანობისა თუ შესაბამისობას. ამავე დროს, კარიერაში რაც მეტ შემოქმედებითობას გამოავლენთ, მით მეტად დაფასდებით. დაუთმეთ დრო და მოძებნეთ სწორი სიტყვები ემოციების გამოსახატავად, რადგან ამ თვის ერთადერთი საფრთხე, არასწორი კომუნიკაციაა.

ტყუპები

ტყუპებო, მაისის მეორე ნახევრიდან პლანეტები მასობრივად გადავლენ თქვენს ნიშანში და შესაბამისად, უფრო სოციალურად პერიოდისთვის მოგიწევთ მომზადება. აუცილებლად გამოჩნდება თქვენი საყვარელი ფლირტის შესაძლებლობები და ბევრი პოტენციური პარტნიორი. თუმცა, სავარაუდოდ, მათთან ბევრი საერთო სულაც არ გექნებათ.

ახლა იდეალური დროა კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის შესაცვლელად. რადგან, როგორც ხედავთ, მიმდინარე ჩვევები თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიაზე უარყოფითად აისახება.

კირჩხიბი
კირჩხიბებო, მარსი თქვენს ნიშანში იწყებს მოძრაობას და შესაბამისად, ძლიერდება თქვენი წინსვლის მოთხოვნილება. ეს ტრანზიტი, ასევე, აძლიერებს გართობის, აღელვებისა და სიყვარულის სურვილებს.

ერთადერთი წვიმა, რომელიც ამ მაისში გელოდებათ, თქვენი სიყვარულით შეწუხებული მეგობრების, ოჯახის წევრებისა და პარტნიორისგან გელოდებათ. თუმცა შუა თვეში, თქვენი ინტენსიური ენერგია შემცირდება და საყვარელ ადამიანებსაც მისცემთ დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეების უმეტესობა თქვენთვის სასარგებლო გზით ვითარდება, დაიტოვეთ ადგილი განსხვავებული აზრების მიღებისთვის.

ლომი
ლომებო, თქვენს მიერ გაცემული ენერგია, ამ თვეში, ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს. თქვენ მოისმენთ უამრავ კომპლიმენტებს, მაგრამ ამასთან, ჩვენი რჩევაა, არ ჩაიძიროთ თვითკმაყოფილებაში და სხვების „რჩევები“ გაითვალისწინოთ.

ამ თვეში, სხვების მიერ გაცემული სიყვარული და მხარდაჭერა სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. დაიმახსოვრეთ, რომ სხვა ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ თქვენს დახმარებას. თვის წარმატებით დასრულებისთვის, სოციალიზაცია და კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ქალწული
ქალწულებო, მაისის თვეში სამსახური და სხვადასხვა პროექტები თქვენი კმაყოფილების მთავარი წყაროა. თანამშრომლები და უფროსები, მარტივად გაითვალისწინებენ თქვენს იდეებსა თუ რეკომენდაციებს. განსაკუთრებით კი, თვის პირველ ნაწილში. თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენა სიამაყით აგავსებთ და პირადი ეფექტურობის განცდას გაგიძლიერებთ.

თვის ბოლოს კი, სამყაროსთან დასაახლოებლად და საკუთარი თავის გასაძლიერებლად, ხუთივე შეგრძნების გააქტიურება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა, სხვებზე ზრუნვის წინაპირობაა.

სასწორი

მართალია სამყარო ვარდისფერია, მაგრამ ამ ეტაპზე, თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ ნეგატიურ ენერგიებთან გამკლავება. გახსოვდეთ, რომ ეს აგრესიული ადამიანები მხოლოდ იმიტომ შემოგიტევენ, რათა თქვენ მოახერხოთ განწმენდა და გაძლიერება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, წარმოადგენენ თუ არა ეს პიროვნებები რეალურ საფრთხეს, თუ უბრალოდ საკუთარი დაუცველობის დასაფარად ცდილობენ თქვენზე იერიშის მიტანას.

როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე მიჯაჭვულობამ შეიძლება ზოგიერთი პრობლემა წარმოიშვას. პრობლემის გადაჭრის და ჯანმრთელი ურთიერთობის შენარჩუნების გზები კი ერთია – შინაგანი მონოლოგის წარმართვა და პოზიტიური ემოციების აღმოჩენა.

მორიელი
მორიელებო, როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ სხვებს დიდად გულზე არ ეხატებით, სულაც არ შეგიძლიათ ხელს მიიღოთ ის რაც ამჟამად გსურთ. ამ თვეში, დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა ბევრად უფრო მარტივი იქნება. გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ სამყაროს დამხმარე მოქმედებები.

თქვენი ენერგიების გასაზრდელად, ასევე სასურველი იქნება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა. ამ პერიოდში ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომელსაც დიეტას, ვარჯიშს ან ჯანმრთელობას უკავშირდება, გასაოცარ შედეგებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ეს თვითრეფლექსიის პერიოდია, რადგან სხვისი შეტყობინებები, არჩევანი და მოტივაცია შეიძლება დამაბნეველი ან გაუგებარი აღმოჩნდეს. ვინმესთან დისკუსიამ კი შესაძლოა სხვადასხვა შედეგები მოგიტანოთ, იქნება ეს ღია კონფლიქტი თუ სექსუალური დაძაბულობა.

26 მაისს, მთვარის მთვარის დაბნელება თქვენს ნიშანში მოხდება, რაც საჭიროებებისა და ქმედებების შესაბამისობაში დაგეხმარებათ. თქვენ მკაფიოდ დაინახავთ საკუთარ უნიკალურ შესაძლებლობებს და სხვა ადამიანებს თვითრწმენის გაძლიერებაში დაეხმარებით.

თხის რქა

თხის რქებო, მაისის პირველი ნაწილი შესანიშნავი დროა სხვებთან დასაკავშირებლად და საკუთარი იდეების გასაზიარებლად. ეს პოზიტიური კომუნიკაცია კი, შეიძლება ჯანმრთელობის ან ფიტნეს რიტუალების საშუალებითაც კი მოხდეს.

სამწუხაროდ, თვის მეორე ნახევარს არასწორი კომუნიკაციის უფრო ნაკლები პოტენციალი აქვს. შესაძლოა, ამ პერიოდში სხვა ადამიანებს თქვენგან თავისუფალი სივრცეც კი დასჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოწინააღმდეგეს დამარცხება. ამისთვის კი, მხოლოდ მათი გახსნა და მოსაზრებების გაზიარება დაგჭირდებათ.

მერწყული
მერწყულებო, დროებითი რთული პერიოდის შემდეგ, ამ თვეში მეტ თანადგომასა და მხარდაჭერას იპოვით. თუმცა მოგიწევთ სკეპტიკურად შეხედოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს არჩევანს სიყვარულისა და ფინანსების საკითხებში.

როდესაც კოსმოსური მუსიკა შეიცვლება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები თავის ადგილზე დადგება. მშვილდოსნის მსგავსად, შეიძლება ნაპერწკლები ცეცხლად გადაიქცეს იმ ადამიანთან, ვისაც არ ეთანხმებით. გაითვალისწინეთ მომატებული დაძაბული ენერგია და შეეცადეთ, სამყაროში არსებულ პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირდეთ.

თევზები

თევზებო, სამყარო თქვენი ნების და სურვილების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ პერიოდში, თქვენი იდეები და სტილისტური არჩევანი განსაკუთრებით კარგად არის მიღებული. თქვენ მაქსიმალურად გამოიყენებთ პოზიტიურ ენერგიებს და ახალ სიმაღლეებს დაიპყრობთ.

ენერგიების აღსადგენად, თვის მეორე ნახევარში ზრუნვა და განებივრება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას – შესაძლოა, ცხოვრების წესში გარკვეული ზომებისა თუ ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ.

წყარო: trend.ge

თეგები: ჰოროსკოპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved