• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ქართველი, ვინც იტალიაში, იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა – “კონკურსზე ინციდენტი მოხდა, არ ესიამოვნათ, სხვა ეროვნების ადამიანმა რომ მოიგო”

ალია ავტორი - ალია
21:04 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

იტა­ლი­ა­ში, პი­ცის ცხო­ბის პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სში ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი – ქარ­თვე­ლი ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც იტა­ლი­ე­ლებს მო­უ­გო და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა… მის­თვის ეს პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა არ არის, რო­გო­რია ვა­ლე­რის იტა­ლი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და რო­გორ გახ­და ის იტა­ლი­ა­ში პი­ცის სა­უ­კე­თე­სო მცხო­ბე­ლი AMBEBI.GE-თან ჰყვება:

– 2007 წელს, მე­ცხრე კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­ვე­დი იტა­ლი­ა­ში. სკო­ლა აქ და­ვამ­თავ­რე, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლე­ბად კი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სკო­ლა ავირ­ჩიე, სა­დაც სამი წელი ვის­წავ­ლე და პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბაც და­ვი­წყე. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, ცომ­თან მქო­ნო­და შე­ხე­ბა. მი­ტა­ცებ­და ეს ხე­ლო­ბა და მად­ლო­ბა ღმერ­თს, ერთხე­ლაც, პი­ცე­რი­ა­ში დამ­ხმა­რედ მი­მიწ­ვი­ეს. თა­ვი­დან მე­ო­თხე დამ­ხმა­რე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მონ­დო­მე­ბა რომ გა­მო­ვი­ჩი­ნე, და­მი­ნა­ხეს და ნელ-ნელა ცომ­თა­ნაც მი­მიშ­ვეს. ამ საქ­მემ კი­დევ უფრო გა­მი­ტა­ცა და ვი­ფიქ­რე, უფრო წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მეტი მეს­წავ­ლა და გა­მე­გო. ბევ­რი წიგ­ნი ვი­ყი­დე, და­ვი­წყე კი­თხვა, და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ხდე­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს. ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა იტა­ლი­ის ეროვ­ნულ­მა სამ­ზა­რე­უ­ლომ. რომ­ში გა­ვი­ა­რე ერთი კურ­სი, მერე გა­დავ­წყვი­ტე, ვე­ნე­ცი­ა­ში პი­ცის მას­ტე­რის კურ­სი გა­მევ­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. რთუ­ლია, რო­დე­საც ემიგ­რან­ტი ხარ, ყვე­ლა­ნა­ი­რად გი­ჭირს, მაგ­რამ ვე­ცა­დე, თან­ხა გა­და­მე­დო და ვე­ნე­ცი­ა­ში ეს კურ­სი გა­მევ­ლო. ახლა უკვე მეც ვა­ტა­რებ კურ­სებს.

-პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე, 2013 წელს, ქა­ლაქ რი­მინ­ში გა­ი­მარ­თა. ამ კონ­კურ­სზე გა­ვი­ტა­ნე პიცა “დე­სერ­ტი“ – კრე­მი კო­ნი­ა­კი­თა და ფორ­თოხ­ლით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ოთხი ათა­სი მო­ნა­წი­ლე იყო და სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­გე­ბის იმე­დი. ბო­ლოს, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს აცხა­დებ­დნენ, გა­მოვტრი­ალ­დი, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­გო­ნა, მე არ და­მა­სა­ხე­ლებ­დნენ. უკვე გა­მოვ­დი­ო­დი, რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს: ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი – მე­სა­მე ად­გი­ლი! ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო, რომ ამ საქ­მე­ში უფრო წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მას შემ­დეგ ხში­რად ვი­ღებ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 2013-დან 2018 წლამ­დე იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში.

ეს კონ­კურ­სი ორი წე­ლია, რაც იმარ­თე­ბა. სა­უ­კე­თე­სო “მას­ტე­რე­ბი“ მთე­ლი იტა­ლი­ი­ი­დან, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბო­ლოს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. გა­მი­ჭირ­და, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. მე კი მო­სამ­ზა­დებ­ლად ცოტა დრო მქონ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში ბავ­შვებს პი­ცის მომ­ზა­დე­ბას ვას­წავ­ლი და ასე­ვე, ჩემი პა­ტა­რა სა­ცხო­ბი მაქვს გახ­სნი­ლი, სა­დაც პურ­საც ვა­ცხობ… კონ­კურ­სში და­ვა­ლე­ბად პი­ცის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რია მოგ­ვცეს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და რთუ­ლი კა­ტე­გო­რია იყო – პიცა “გურ­მე“, ანუ პი­ცის ისე­თი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მო­თი და პრო­დუქ­ცი­ით იქ­მნე­ბა, ყვე­ლა გემო სა­უ­კე­თე­სოდ უნდა და­ა­ბა­ლან­სო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პიცა გა­მო­ვი­დეს. გა­მო­ვი­ყე­ნე აბ­რუ­ცოს რე­გი­ო­ნის ფქვი­ლი.. ძვე­ლი ფქვი­ლია, რო­მელ­საც რო­მა­ე­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ. ასე “გა­ვაღ­ვი­ძე” ძვე­ლი გემო.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ი­წყო დი­ლის რვა სა­ა­თი­დან. ჟი­უ­რი ძა­ლი­ან მკაც­რი იყო. ამოწ­მებ­დნენ ყვე­ლა­ფერს – რო­გორ იყო პიცა გა­მომ­ცხვა­რი, ქვე­მო­დან დამ­წვა­რი ხომ არ იყო. ყვე­ლა დე­ტალ­ზე ქულა იწე­რე­ბო­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ, რომ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ამ სე­ზო­ნის ყო­ფი­ლი­ყო. არ შეგ­ვეძ­ლო გა­ყი­ნუ­ლი ან სხვა სე­ზო­ნის პრო­დუქ­ტი აგ­ვე­ღო. რე­გი­ო­ნუ­ლი და სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ცია უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. გა­მო­ვი­ყე­ნე ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცია, ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი. იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და კარ­გი პი­ცე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს, ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ მთავ­რდე­ბო­და, უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ წელს ვერ მო­ვი­გებ­დი. გა­მო­ძა­ხე­ბა მე­სა­მე ად­გი­ლი­დან და­ი­წყეს. მე­ო­რე ად­გილ­ზე კა­ლიბ­რია და­ა­სა­ხე­ლეს და ვფიქ­რობ­დი, პირ­ველ ად­გილ­ზე უეჭ­ვე­ლად ნე­ა­პო­ლი გა­ვი­დო­და, რად­გან ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი პი­ცის კე­თე­ბა იცი­ან, ახ­ლაც მოვტრი­ალ­დი და რომ გა­მო­ა­ცხა­დეს: პირ­ვე­ლი ად­გი­ლი – ვა­ლე­რი სა­ხი­აშ­ვი­ლი, პირ­ღია დავ­რჩი.

ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე არა­ფე­რი იცო­და. ახლა გა­ი­გეს, რომ ცო­მე­ულ კერ­ძებ­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ვართ. ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი… კონ­კურ­სზე ინ­ცი­დენ­ტიც კი მოხ­და, რად­გან არ ესი­ა­მოვ­ნათ, სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­მა რომ მო­ი­გო. ხან­და­ხან მე­ხუმ­რე­ბი­ან – შენ ხარ იტა­ლი­ე­ლი და ჩვენ უცხო­ე­ლე­ბიო. მინ­და, რომ ვა­სა­ხე­ლო სა­ქარ­თვე­ლო და გა­ი­გონ, რო­გო­რი მაგ­რე­ბი ვართ ყვე­ლა­ფერ­ში. მით უმე­ტეს, რომ ემიგ­რან­ტე­ბი ნუ­ლი­დან ვი­წყებთ აქ ცხოვ­რე­ბას. ვინც ჩვენს ზო­ნა­ში ცხოვ­რობს, ყვე­ლა ქარ­თველს ვას­წავ­ლე ეს ხე­ლო­ბა და ძა­ლი­ან გან­თქმუ­ლე­ბი ვართ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო პი­ცის მცხო­ბე­ლე­ბი. სა­ცხობ­ში ხში­რად ვა­ცხობ აჭა­რულ ხა­ჭა­პურს, იმე­რულს, მინ­და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც ყვე­ლამ და­ა­გე­მოვ­ნოს. კლი­ენ­ტე­ბიც იც­ნო­ბენ და უყ­ვართ უკვე სა­ქარ­თვე­ლო. იტა­ლი­ე­ლე­ბი საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ხალ­ხია და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ პა­ტივს სცე­მენ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რად­გან ჭა­მა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რო­ბენ. ერთ თვე­ში ვე­ლო­დე­ბი ოქ­როს ვარ­სკვლა­ვის პრე­მი­ას – “სა­უ­კე­თე­სო სა­ცხო­ბი იტა­ლი­ა­ში“.

– ნე­ბის­მი­ერ იტა­ლი­ელს რომ ჰკი­თხოთ, გი­პა­სუ­ხებთ, რომ ეს არის პიცა “მარ­გა­რი­ტა“.

წყარო – ამბები

თეგები: იტალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved