• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოში სტუმარ-მასპინძლობა იქნება უსაფრთხო, ტურისტებს ვეტყვით, რომ ქვეყანა კოვიდუსაფრთხოა – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
18:25 05-05-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მთავრობა ტურიზმის სექტორს უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის სანაცვლოდ, საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას გაუწევს.

სწორედ ტურიზმის სექტორის ვაქცინაციას განიხილავენ ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრი, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ასოციაციები და სასტუმროების წარმომადგენლები.

საუბარი სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი აცრის გარდა, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც ეხება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროებს და რესტორნებს სრული მზადყოფნა აქვთ ითანამშრომლონ ეკონომიკის სამინისტროსთან და შექმნან უსაფრთხო სივრცეები ტურისტებისა და დამსვენებლისთვის.

“ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, ვაქცინირებულ სასტუმროებს და ვაქცინირებულ რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა იქნება უსაფრთხო,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება, რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია.

“ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოვიდუსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. ის ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია. ასევე, ტურისტებს ეცოდინებათ ის ობიექტები, რომლებიც მასპინძლობას გაუწევენ ჩამოსულ ვიზიტორს. ეს სია განთავსებული იქნება ერთიან პლატფორმაზე. შესაბამისად, პლატფორმაზე იქნება ჩამონათვალი უკვე ვაქცინირებული თანამშრომლების და იმ ორგანიზაციების, რომლებიც თანამშრომლების ვაქცინაციას თვითონ უზრუნველყოფენ. ეს პროცესი უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ სექტორს ხვალიდანვე შეგვიძლია განაცხადის გაკეთება, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტ სტიმულს მისცემს იმოგზაურონ ქვეყანაში,”- განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

გამოდის, ტურისტს, რომელიც დააპირებს ქვეყანაში შემოსვლას, ვეტყვით, რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყანაა, თუმცა, თუ ვერ მოვახერხეთ მასიური ვაქცინაცია, როგორ უნდა იყოს ქვეყანა უსაფრთხო? მხოლოდ სასტუმრო და რესტორანი ხომ არ არის? და თუ მასიური იქნება ვაქცინაცია, მაშინ ისედაც კოვიდუსაფრთხო ქვეყანა არ იქნება? ყველა ტურისტმა იცის, ისრაელის მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი, ისრაელში, რესტორნების და სასტუმროების მფლობელებს რომ თავად მოეხდინათ თანამშრომლების ვაქცინაცია, ეს საკმარისი იქნებოდა, ქვეყნისთვის კოვიდუსაფრთხო სტატუსის მისანიჭებლად?

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved