• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავამტკიცებთ, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა და მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია – გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
12:01 02-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

გუდაურში განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლები შეუსაბამოა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები და მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბრალდებული თავს იცავდა და მას შურისძიების მოტივი არ გააჩნდა. ადვოკატი მოითხოვს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების პოზიცია.

„ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი, 108-ე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 19-109-ე მუხლი, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას. მიმაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა რომელიმე დანაშაული. ასევე ჩვენ ვნახეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ რეალურად ბრალდებული თავს იცავდა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ხორციელდებოდა თავდასხმა, როგორ ცდილობდა ბრალდებული გაცლოდა მათ, თუმცა მისდევდნენ და აყენებდნენ სსვადასხვა სახის დაზიანებებს. ფოტოებშიც ჩანს, როგორი დაზიანებები აქვს მიყენებული. დაცვის მხარე შეძლებს დაამტკიცოს, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში თავს იცავდა და მას არავის მკვლელობის სურვილის განზრახვა არ ჰქონია. შესაბამისად ეს მუხლები უადგილოა და არ შეესაბამება მომხდარს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ბრალდების პოზიცია, თითქოს ჩემს დასაცავ პირს ჰქონდა შურისძიების მოტივი და ამიტომ განახორციელა გასროლა. ბრალდებული არის სამხედრო პირი, მაშინ რა უშლიდა ხელს განეხორციელებინა გასროლები და რატომ აკეთებს პირველ გამაფრთხილებელ გასროლას ფეხთან ახლოს. თუ ადამიანს სხვა პიროვნების მოკვლა სურს, ის გამაფრთხილებელ გასროლას არ გააკეთებდა. ის რაც აშკარაა ყველასთვის, პროკურატურისთვის არ არის აშკარაა“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved