• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალებს ასწავლიან კაცისადმი მორჩილებას, ხოლო ქალისადმი ბუნტს – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
14:08 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“ქალების ჯგუფში გულისტკივილით იკითხა ერთმა გოგომ, რატომ გვიჭირს ქალებს ერთმანეთის მხარდაჭერა და სოლიდარობაო. იქ მოკლედ დავწერე და აქ ოდნავ განვავრცობ:

ქალებს დაბადებიდანვე ასწავლიან, რომ ქალის კონკურენტი ქალია, რომ გოგოები გოგოებს უნდა შეეჯიბრონ.

ბიჭებს კი ასწავლიან, რომ ბიჭებმა ერთმანეთთან უნდა იმეგობრონ – დიდი საძმოს ყოლა აუცილებელია.

გოგოებს ასწავლიან, რომ ქალებში ნებისმიერი იერარქია ან წყობა კონკურენციაა და სხვა ქალი არ უნდა გაატარონ წინ.

ბიჭებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და მთავარი ერთობაა, როლებს კი სიტუაციისა და შესაძლებლოლბების მიხედვით გაინაწილებენ.

ქალებს ასწავლიან კაცისადმი მორჩილებას, ხოლო ქალისადმი ბუნტს.

ბიჭებს ასწავლიან, რომ ქალი არავინ არ არის, რომ ქალი და გოგო ყველა კაცზე დაბლაა იერარქიაში.

ქალებს ასწავლიან, რომ არა ქალის, არამედ კაცის კეთილგანწყობას სჭირდება მოპოვება. კაცებსაც ზუსტად იგივეს: კაცმაც უნდა ეძებოს კაცის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა!

სრულიად ლოგიკურია, რომ ქალები არ არიან ერთმანეთისადმი სოლიდარულები, რადგან ქალებს მხოლოდ კონკურენცია და უნდობლობა ასწავლეს სხვა ქალების მიმართ.

ქალებმა უნდა დავივიწყოთ, რაც გვასწავლეს და კრიტიკული აზროვნების შედეგად ახლიდან უნდა ვისწავლოთ, რომ ქალების ძალა ქალების ერთობაშია❗

ქალებმა უნდა გავაძლიეროთ ქალები!

უფრო მეტიც, ქალები ერთმანეთის მხრებზე უნდა დავდგეთ, როგორც ხორუმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი პლათფორმა და არანაირი ძალაუფლება – ჩვენ უნდა გავხდეთ ერთმანეთის პლათფორმაც და ერთმანეთის ძალაუფლებაც.

და კიდევ უფრო მეტი, ერთმანეთის სოლიდარობა უნდა გადავზარდოთ პოლიტიკურ აქტივიზმში, შევქმნათ და გავერთიანდეთ ქალი პოლიტიკოსებისა და ქალთა პოლიტიკური პარტიების გარშემო და მოვიყვანოთ ქალები პოლიტიკაში – მხოლოდ ასე შევძლებთ სისტემის შეცვლას, მხოლოდ ასე!

და ჩვენი შექმნილი სუსტემა იქნება უკეთესი არა მხოლოდ ქალებისათვის, არამედ ყველასთვის: ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, უმცირესობებისთვის და რა თქმა უნდა, ეს სისტემა იქნება უკეთესი კაცებისათვის, რადგან პატრიარქატი კაცებისთვისაც ზურგზე შედგმული მძიმე ლოდია.”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved