• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აიღეს ქანდაკება “ყირამალა” – ბულვარის ადმინისტრაცია სააკაშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
18:02 04-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ბათუმის ახალ ბულვარში ქანდაკება “ყირამალას” აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქანდაკება სრულად ამორტიზირდა და მისი მოხსნის მიზეზიც ეს გახდა.

შეგახსენებთ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა “ყირამალას აღებას “შეყვარებული ტურისტის მკვლელობის საქმე” უწოდა, სწორედ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გაავრცელა ბულვარის ადმინისტრაციამ განცხადება და რაც უნდა თქვას, “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტია, ისინი სააკაშვილს და “ენმ”-ის სხვა ლიდერებს მეტად სწრაფად პასუხობენ, ვიდრე სხვებს.

ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება:

“ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების “ყირამალა” დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება  ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე.

ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც  კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ “ბათუმის ბულვარის” 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

„შეყვარებული ტურისტის“ მკვლელობის საქმე – რა ფოტოებს აქვეყნებს სააკაშვილი?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved