ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მოგეხსენებათ, ფეისბუქს აქვს ფუნქცია, თუ შენი ფოტო ვინმემ ატვირთა გატყობინებს. გუშინ ერთ–ერთ ასეთ შეტყობინებას ჩავხედე და გრეჩიხისტების ბუნაგში აღმოვჩნდი.
ამ ხალხის აზრი არ მაინტერესებს ბუნებრივია, მაგრამ აი, ეს ტიპი, ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი რომ შუბლში ტყვიას გვიმიზნებს ეგეც უნდა დავიკიდოთ ხო? ცხოვრება არ უნდა დავუნგრიოთ “ბავშვს”

კომენტარები