• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა – თბილისის საკრებულო

ალია ავტორი - ალია
17:47 04-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას.

გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა.

„2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვის და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია.

გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა – 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: თბილისის საკრებულო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved