• რეკლამა
  • კონტაქტი
15:24, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული სთხოვს, რომ არ იყოს დიდი სუფრა“ – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
01:12 04-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განმარტებით, სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული ყველას სთხოვს, დიდი სუფრა არ იყოს. გამყრელიძემ განმარტება გააკეთა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით და თქვა, რომ მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე.

„ბრწყინვალე შვიდეული დიდი ხნის ტრადიციაა, ორშაბათ-სამშაბათს გავდივართ საფლავზე და პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ამავე დროს გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი არ არის. იქ იშლება სუფრა, მიიღება ალკოჰოლი, გარკვეულ შემთხვევებში გადაჭარბებითაც.

არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, რაც გვაქვს და ეს არის სუფრის გაშლა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.  

კითხვას – წითელი კვერცხით საფლავზე მისულ ადამიანს პოლიცია დააჯარიმებს თუ – არა, NCDC-ს ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „ამას გააკონტროლებს შსს, პოლიცია ყველასთან იქნება ძალიან მოკრძალებული. თხოვნა იქნება მოქალაქეებისთვის, რომ ორშაბათ-სამშაბათს თავი შევიკავოთ საფლავზე გასვლისგან. ყველა ამ ორ დღეს ცდილობდა სასაფლაოზე გასვლას; ხომ შეიძლება გადანაწილდეს?! სოფელში, ადამიანი რომ სასაფლაოზე გავა, იმას არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ არ იყოს დიდი სუფრა“.

წყარო – bm.ge

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved