• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საცხოვრებელი ფართები კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდება

ალია ავტორი - ალია
15:06 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა – ფართების დაკანონება, რითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 55 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცემთ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდება ფართები, მთაწმინდის რაიონში – ექვს ოჯახს, ისნის რაიონში – სამ ოჯახს, ვაკის რაიონში – ორ ოჯახს, გლდანის რაიონში – ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ერთ ოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ერთ ოჯახს. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ამ ოჯახებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობთ ფართში, რომლის დაკანონებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო, რათა ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. მომავალშიც კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით და მოვუგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved