ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ ქართული ოცნება შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ის ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს – ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტში მისვლის შემდეგ ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გულისხმობს შეთანხმების პირობების დარღვევაში, ჯაფარიძემ განმარტა, რომ თუ მმართველი პარტია შეთანხმების ინტერპრეტაციას ეცდება, ე.ი. “ოცნება გადის ხელშეკრულებიდან”.
“თალაკვაძის ჩამოცილება, კუჭავას წამოწევა და სხვა ხალხი რომ დადის ახლა მოლაპარაკებებზე, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ აპირებენ შეთანხმების ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა შეთანხმებული. თუ ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოცნება გადის შეთანხმებიდან.
კონკრეტულად ამნისტიასთან მიმართებაში არ ყოფილა შეთანხმება, რომ ჯალათები გათავისუფლდებოდნენ.”
ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ ქართული ოცნება შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ის ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს.
კომენტარები