• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, სამშაბათი, 3 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარიას გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის?

ალია ავტორი - ალია
16:52 02-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების ამინდი მკვეთრად გაუარესდება. პოლიტიკური სინოპტიკოსების ცნობით, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესისა, პრემიერი გიორგი გახარია სავარძელს სწორედ მარტის დასაწყისში დატოვებს. შესაბამისად, მორიგი სამთავრობო კარუსელი ადრეულ გაზაფხულზე დატრიალდება.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.
სააგენტოს ინფორმატორის ცნობით, სუსის მოქმედი ხელმძღვანელი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს და ეს საკადრო გადაწყვეტილებაც სრულიად ლოგიკურია.

„ბიძინა ივანიშვილის ნდობის რეიტინგში გრიგოლ ლილუაშვილი დაწინაურდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მარტის დასაწყისში გახარიას სწორედ ლილუაშვილით ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მოხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაც. დიდი ალბათობით, ცვლილება არ შეეხება ძალოვან ბლოკს, ერთი გამონაკლისის გარდა – იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და „ოცნების“ ყველაზე სტაჟიანმა მინისტრმა ეს ძალიან კარგად იცის. ადგილზე რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც. სხვა მინისტრების ბედი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის“, – უთხრა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.

მოკლედ, დასავლეთმა თავისი გაიტანა და ივანიშვილს გახარიას შეცვლა მოუწევს. ამ ჩანაცვლებით საქართველოში ახალი პრეცენდენტიც იქმნება: ქვეყნის ისტორიაში პირველად სუსი ხელისუფლებას იპყრობს – უშიშროების მინისტრი პრემიერ-მინისტრი ხდება.
შინაგან საქმეთა გაპრემიერებული მინისტრები ბევრი (ივანე მერაბიშვილი, გიორგი გახარია) გვახსოვს, მაგრამ უშიშროების მინისტრს პრემიერის სავარძელში გადაენაცვლოს, ქვეყნის ისტორიაში ეს ნამდვილად, პირველად ხდება.

ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილი? – როგორც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირების უმეტესობა, ისიც „ქართუელია“.

2004-2015 წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. მას შპს “ბურჯში”, შპს “ქართუ მშენებელსა” და შპს “ოლდ სიტი დეველოპმენტში”, დირექტორის თანამდებობები ეკავა. 2015-2016 წლებში “ქართუ ჯგუფის“

გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პარალელურად “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.
2016 წელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას პირველ მოადგილედ დაუნიშნეს. კულუარებში ამბობდნენ, მომავალი მერი ლილუაშვილიაო, მაგრამ ლილუაშვილმა 2016 წელს კენჭი იყარა და ხონი-ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

პარლამენტიდან ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაანაცვლეს, ჯერ მოადგილედ და ახლა უკვე უწყების ხელმძღვანელად. ლილუაშვილი პარლამენტმა გასულ წელს 6 წლის ვადით დაამტკიცა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე.

ლილუაშვილი დედაქალაქის მერი ვერ ან არ გახდა. თუმცა, როგორც „ბოროტი ხმები“ ამბობენ, მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს დედაქალაქის ახლანდელ და ტრენდულ მერთან, კახა კალაძესთანაც. სუსში, ერთ-ერთი მოზრდილი თარო სწორედ კალაძისა და მისი გარემოცვის შესახებ მოძიებულ და შეკრებილ „ქეისებს“ უკავია. დღე არ გავა, რომ კალაძის რომელიმე ნაცნობი ან ახლობელი არ აღმოჩნდეს დაკითხვაზე. ეს ისე, ცნობისათვის.

გრიგოლ დემურის ძე ლილუაშვილი 42 წლისაა. იგი 1977 წლის პირველ სექტემბერს, ქუთაისში დაიბადა. ამჟამად ვაკეში ცხოვრობს, ატენის ქუჩაზე მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. მის მიერ გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ძნელი წარმოსადგენია, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა და ახლა ერთ-ერთი გავლენიანი ძალოვანია. ლილუაშვილის დეკლარაციაში წერია, რომ ფლობს ერთადერთ ბინას, ატენის ქუჩა #18 ა-ში, რომელიც, 118,78 კვ.მ.-ია და ოჯახში აქვთ ორი ავტომანქანა – nissan primera 2003 და BMW X/3, 2006.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved