• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამნისტია შეეხება მათაც, ვისზეც მომავალში აღიძრება საქმე – ამნისტიაში მოქცეული გახარიას პასუხისმგებლობა

ალია ავტორი - ალია
17:04 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 20 ივნისის საქმეზე ამნისტია უნდა შეეხოს ყველას – მათ ვის წინააღმდეგაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მათაც, ვისზეც შეიძლება მომავალშიც აღიძრას.

“ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით — შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან [20 ივნისის საქმე], ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს აქვს სწორედ მას ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია ეს უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტირებაზეა საუბარი, განსხვავებული ინტერპრეტაციები ვრცელდება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც უკვე არაა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ამნისტირებას, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იგი სამართალდამცველებსაც უნდა შეეხოთ, ოპოზიცია ამას ეწინააღმდეგება. ამ ამბავს გამოეხმაურნენ თავად 20 ივნისს დაზარალებულები, რომელებიც ამბობენ, რომ პარტიებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, შეწყდეს თუ არა საქმეების განხილვა.

სამართალდამცველები ამნისტირებას დაუშვებლად მიიჩნევენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი — ორგანიზაციები, რომლებიც 20 ივნისს დაზარებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

“ალია” კი შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ აიღო, ოღონდ, რა უყო მერე ამ პასუხისმგებლობა, რომ აიღო, სად დადო – არავინ იცის. ამბობენ, რომ ე.წ. ოპოზიციაში მოსვლამდე გახარია გარანტიებს ითხოვს – რამდენად მართალია, მალე გამოჩნდება.

ოღონდ, რას უზამენ ხორავას საქმეს, მაჩალიკაშვილის საქმეს, თორნიკე მერებაშვილის საქმეს და ა.შ., რამდენ ამნისტიას გამოსცემს “ოცნება”?

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved