• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტარები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:40 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

მეორე დღეა ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.

“ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

“ლელო” იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გრიგოლ გეგელიას ბრიუსელში ორდღიანი დატვირთული შეხვედრებისას განიხილება არაერთი ახალი შესაძლებლობა.

ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევორპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევეს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა.

ამავე ვიზიტის დროს, ბრიუსელში გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინიციატივა, შემოღებულ იქნას საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის ისეთივე, როგორც არსებობს ნატოს შემთხვევაში. ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და ის გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს.

თეგები: მამუკა ხაზარაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved