• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი ამოთხრილი თვალის ხარჯზე არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს – მაკო გომური

ალია ავტორი - ალია
13:28 04-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

2020 წლის 20 ივნისის საქმეში დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციაზე თვალში ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

”მთელი დღეა ყველანაირად ვარიდებ თავს ამ შეთანხმებაზე ფიქრს. რა დროს დავიჭირე ჩემი თავი გითხრათ, პატარა ტყემლების მოსაწყვეტად მივბობღავდი ხეზე, ერთიც ვერ მოვწყვიტე, სამაგიეროდ დრო გამყავდა რომ არ მეფიქრა.

რომ არა 20 ივნისი (და ბოდიშით ეგეთი დამოკიდებულიბის გულიზა) სად იქნებოდა ახლა ოპოზიცია კაცმა არ იცის, ან შეიძლება იცის და ეგ ყოფნაც აქამდე ნაღდად არ იქნებოდა, პარლამენტის რიგებამდე. ივნისმა დააჩქარა ეგ ყველაფერი. მაგრამ ეგ სხვა საკითხია და სხვა დროს.

როცა ერთი მხარე მეუბნება რომ კარგია შესვლა, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რომ დასავლეთმა არ დაგვადოს, რომ ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია ეს შეთანხმება და როგორც იქნა მივაღწიეთ ამ მწვერვალს და იშვა ბნელიდან ნათელი, ხსნა და ა.შ. ეგ ამნისტია არ ეხება 20 ივნისს, როგორც ძალის გადამეტებას და უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას. და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იქნება.

მეორე მხარე მარწმუნებს, რომ ამნისტია არის დასასრული და დასამარება ოცი ივნისის (ცუდი გაგებით, რა თქმა უნდა, თორე ნეტა დასამარდეს) რომ ვერასდროს ვერ დაისჯება დამნაშავე, რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ გამივიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მერე თავი იმით დავიმშვიდო რომ, აი, მაკო ცოტაც და ფინალში ხარ, უბრალოდ ეგ ფინალი რაც უფრო ვუახლივდები, უფრო შორს გადის, აი სიზმარში რომ მირბიხარ და ვერ მირბიხარ, დაახლოებით ეგრე. აი, ჩემს თავში კი არეულობაა, ერთი წუთით რომ ჩაგახედათ შიგნით, შეგეცოდებოდით.

ვინ მართალს ამბობს, ვინ ტყუილს, ვის დაეჯერება, ვის არა, მართლა დაუსჯელად დატოვებენ დამნაშავეებს? ეგ არის კარგი სასამართლო მერე? ეგაა აწყობილი ქვეყანა?

არ ვიცი.

ვინც იცით, მითხარით.

ვფიქრობ, ალბათ, მგონია და მსგავსი არ მინდა.

შესვლა არავის უკითხია არც ჩემთვის, არც ბატონი კობასთვის და არავისთვის საერთოდ.

მე უბრალოდ მაინტერესებს ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი?

ეგეთი უმნიშვნელოა?

მჭირდება პასუხი, ზუსტი.

არა, ნაცი არ ვარ.

დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს”

თეგები: 20 ივნისიმაკო გომური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved