• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაყაშვილის მონაყოლი ჩემთვის დამაჯერებელია, მაგრამ საკმარისია ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს? – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
13:57 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

ანალიტიკოსი, გია ნოდია:

“ნინუცა მაყაშვილს მეც მოვუსმინე და მისი მოყოლილი ამბის მიმართ ნდობით და თანაგრძნობით განვიმსჭვალე. ის, რომ სხვა ადამიანმაც გვითხრა, რომ თავად შეესწრო, როგორ სცემდა ნინუცას ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური, თავის შეყვარებულს (სხვას, არა მაყაშვილს), ჩემი ნდობა გაამყარა: როცა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ერთსა და იმავეს ამბობს, ეს სერიოზული არგუმენტია. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გამიგია, რის გამოც ნინუცას არ უნდა დავუჯერო.

თუმცა ბესო ზანგურზე ბევრი არაფერი ვიცი, რაც ვიცი, ნამდვილად არ ეწინააღმდეგება მისი, როგორც ცოლის მცემლის იმიჯს.

ზოგადად, ის, რომ საზოგადოებრივი განწყობა შეიცვალა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმცა ჯერჯერობით, მაინც საკმაოდ ცოტა) ბედავს მის მიმართ ძალადობაზე ლაპარაკს და, რაც მთავარია, მკვიდრდება აზრი, რომ ოჯახური ძალადობა ისევე მკაცრად უნდა დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა, მხოლოდ მისასალმებელია. ეს ერთ-ერთი კარგი ცვლილებაა, რომ ბოლო წლებში მოხდა.

თუმცა ვიცი, რომ ამ კონტექსტში სიტყვა „მაგრამ“-ის ხმარება ცუდ ტონად ითვლება, მაინც უნდა ვიხმარო. კონკრეტულად როგორ და რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ამგვარი ბრალდების ობიექტია? ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ მისი სისხლის-სამართლებრივი დევნა, ანუ ციხეში ჩასმა, არ უნდა. მაგრამ ფაქტობრივად სასჯელი უკვე დადგა: რუსთაველის თეატრმა ეს კაცი ყველა როლიდან მოხსნა. ეს პროფესიულ სიკვდილს ნიშნავს: ბესო ზანგური ვერ იქნება, რაც აქამდე იყო. არაფრიდან ჩანს, ეს სასჯელი როდემდე უნდა გაგრძელდეს. ციხეში რომ ჩაესვათ, ვთქვათ, ორი წლით, გასაგები იქნებოდა: სასჯელს მოიხდის, გამოვა და ცხოვრებას გააგრძელებს. მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიული სიკვდილი როდემდე უნდა გაგრძელდეს? უსასრულოდ? თუ სანამ საზოგადოებას ბრაზი გადაუვლის?

როგორც ვთქვი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნინუცა მაყაშვილის მონაყოლი ჩემთვის დამაჯერებელია. მაგრამ შევხედოთ ამას, როგორც პრეცედენტს: საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს? ვინ უნდა გასაზღვროს, ის დამაჯერებელია თუ არა? კულტურის მინისტრმა? თეატრის დირექტორმა? თუ ამორფულმა სუბიექტმა სახელად „საზოგადოება“?”

თეგები: ბესო ზანგურიგია ნოდიანინუცა მაყაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved