• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
17:36 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

​დოკუმენტის ხელმოწერით მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს ნათქვამი იყო ჩვენ მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული ინსინუაციები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა ხელს დოკუმენტს და თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა შეთანხმება.

„დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამ პირობებს შეასრულებს და ეს იყო ნათქვამი ჩვენ მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც. ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, თუ ოპოზიცია აწერს ხელს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ აწერდა და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს, იყო ასევე მცდელობა, რომ ბრალდება სწორედ ჩვენკენ ყოფილიყო, თითქოს ჩვენ ჩავშალეთ ეს შეთანხმება.

დღეს მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კონსულტაციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საკმარისი ხანი ველოდით ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, ასევე გამოვყავით დამატებითი დრო, რათა ელჩებთან კონსულტაციები ყოფილიყო, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოვაწეროთ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

5 პუნქტი – რა დოკუმენტს მოაწერა ხელი “ოცნებამ”, რა თანამდებობები უნდა დაუთმოს ოპოზიციას და როდის, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები?
თეგები: არჩილ თალაკვაძეკრისტიან დანიელსონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved