• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩამქოლეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო ფენომენია ეს მიშა სააკაშვილი – აი, ნახეთ… – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
16:32 04-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა ვქნა, მეგობრებო……..ჩამქოლეთ, მაგრამ ისტორიულად და პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით(აც) ძალიან საინტერესო ფენომენია ეს მიშა სააკაშვილი.

აი ნახეთ: ბოლო დღეებია გამოდის უკრაინულ არხებზე და ყვება, როგორ დაამარცხა მან ოდესაში კონტრაბანდა. გამოაქვს ფოტოები `მთავარი კონტრაბანდისტების` და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და როგორ დაამარცხა კონტრაბანდა ოდესაში იცით?

უბრალოდ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა (ფიტოსანიტარულიდან და “ადგილწარმოშობის” ცნობიდან – `სასაქონლო სახემდე`), რომელიც უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირებისა და `ღრმა/ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების` ფარგლებში შემოიღო; ასევე მუდამ არსებობდა ელემენტარულად ცივილიზებული სახელმწიფოს მოთხოვნებიდან გამომდინარე (შხამიანი ნაგავი რომ არ შევიდეს ქვეყანაში), აგრეთვე კონტრაფაქტული პროდუქციის საწინააღმდეგოდ და………….კონტრაბანდაც დასრულდა ოდესაში რასაკვირველია.

აბა `საკონტრაბანდო` რაღა ჰქონდათ ამგვარი პროდუქციის შემომტანებს, როცა შეეძლოთ ლეგალურად შემოეტანათ?

შესაბამისად, ოდესის საბაჟოს შემოსავალიც გაიზარდა რასაკვირველია და `კონტრაბანდის დამარცხებაც` იზეიმა ოდესელმა ხალხმა: `Шаланды полные кефали……….`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამაზე ადვილი რა არის? – გააუქმე ყოვლგვარი შეზღუდვა, დაიკიდე ევროკავშირთან ასოცირება, დაიკიდე არაკონტრაფაქტული საქონლის იმპორტიორთა წუხილი `ბაზრის დანგრევის` გამო, დაიკიდე ფიტოსანიტარია, დაიკიდე შხამიანი პროდუქციის ხარისხი, გააგდე საბაჟოდან `ეს კორუმპირებულები` და…ამოისუნთებს `ბიზნესი`: აღარ დასჭირდებათ კონტრაბანდა – რაკი ლეგალურად შეუძლიათ `ყველაფერი ეს` შემოიტანონ.

ოღონდ…….მერე მოხდა მოსალოდნელი: ჯერ ევროკავშირმა უყვირა პრეზიდენტ პოროშენკოს: `თქვენ …. ხომ არა გაქვთ, თუ ევროკავშირის ნორმებს არ იცავთ, მაშინ 2013 წლიდან ეს ამბები საერთოდ რისთვის ატეხეთო` და რაც მთავარია, როდესაც ოდესის გავლით საქონელი შედიოდა უკრაინის სივრცეში, იმ სივრცეში (რომელსაც მიშა ვერ აკონტროლებდა ან ჯერ ვერ აკონტროლებს) იმპორტიორებს რასაკვირველია სთხოვდნენ ყველა ნახსენებ ცნობას, სანამ სუპერმარკეტებში ანუ საცალო სავაჭრო ან თუნდაც საბითუმო სავაჭრო ქსელში შეიტანდნენ საქონელს.

ჰოდა ვინც ლეგალურად მუშაობდა და ლეგალურად ვაჭრობდა უკრაინის სივრცეში, ანუ კონტრაფაქტული შხამი არ მოჰქონდა (მაგალითად: ვითომ ბელგიური შოკოლადი, სინამდვილეში სომალის ბინძურ აბაზანაში დამზადებული), ესე იგი ლიცენზირებული, არაკონტრაფაქტული და ნორმების შესაბამისი საქონლის იმპორტს აწარმოებდა, იმათ გადაწყვიტეს (ბუნებრივია), ესარგებლათ სხვა საბაჟო ტერმინალებით, სადაც ამგვარ ცნობებს ჯერ კიდევ იძლეოდნენ.

მიშამ კი თქვა: კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა აიძულეს მიმართულებები შეეცვალათო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შესაბამისად, თავდაპირველი ზრდის შემდეგ ოდესის საბაჟოს შემოსავალმა რასაკვირველია იკლო, რაკი `ლეგალურნი` (ჯერ ჯერობით) უკრაინაში მეტნი აღმოჩნდნენ ვიდრე არალეგალურნი.

უკრაინა ხომ, ჯერ ჯერობით (!!!) მაინც, საქართველო არაა!

აბა, დალოცვილნო, სად გინახავთ, რომელ ქვეყანაშია (აფრიკიდან – ისლანდიამდე) სახელმწიფო არსებობდეს რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების გარეშე? მით უმეტეს საზღვარზე? დამისახელეთ ასეთი ევროპული სახელმწიფო.

საკუთარ ნორმალურობაში შეგეპარება ადამიანს ეჭვი, ამგვარ არგუმენტს რომ მოისმენ: `მებაჟე მხოლოდ პროდუქციის 5%-ს უნდა აკონტროლებდეს, თანაც კომპიუტერმა შემთხვევითი წესით უნდა შეარჩიოს. სხვაგვარად კორუფციას და კონტრაბანდას ვერ დავამარცხებთო`.

კი მაგრამ………კორუფცია შესაძლოა დამარცხდეს ამ გზით, ოღონდ კონტრაბანდა, კონტრაფაქტი და შხამიანი ნივთიერებების შემოტანა ამით შემცირდება? თუ გაიზრდება?!

თუ `ერთი რომ მოკვდება მოზამბიკის ბინძურ აბაზანაში დამზადებული შოკოლადით, იმ ფირმის პროდუქციას უბრალოდ აღარ იყიდიანო?`

რამდენი უნდა მოკვდეს – ერთი თუ ათასი? და იმ ფირმამ რომ უბრალოდ სახელი შეიცვალოს `კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის` პროცესში?

სამაგიეროდ ეკონომიკური ბრუნვა ხომ გაიზრდება?

აი, ესაა რაცაა….

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კი, იყო ასეთი ქვეყანა `და მას საქართველო ქვია

სისტემური მიდგომაა, რომ როდესაც ტექდათვალიერება გაუქმდა, ამის მიზანი ტექდათვალიერების სფეროში კორუფციის აღმოფხვრა კი არ იყო, არამედ თვით იმ ტექდათვალიერების, როგორც ასეთის გაუქმება. მივიღეთ ავარიათა საააამაააარცხვიიიიინოოოოზე სამარცხვინო სტატისტიკა – ეკვატორიულ აფრიკაზე ბევრად უარესი;

ასევე სამშენებლო ნებართვათა და კონტროლის სფეროში კორუფციის აღმოფხვრა კი არა, თვით ამ რეგულაციათა გაუქმება, რის შედეგადაც მივიღეთ ე.წ. დეველოპერების მიერ გაძარცვული და გაუბედურებული ათიათასობით ადამიანი;

სახანძრო სფეროში კორუფციის აღმოფხვრა კი არა, თვით სახანძრო კონტროლის, როგორც ასეთის გაუქმება რასაც მოჰყვა უამრავი საზარელი ტრაგედია, სამაგიეროდ…..მშენებლობის ბუმი იყო ქვეყანაში….ზუსტად იმ` დეველეპერებისა`…. და ა.შ და ა.შ და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვიმეორებ მთავარს: `სამაგიეროდ`……ეკონომიკა ხომ იზრდება? რასაკვირველია გაიზრდება!!! რაც მეტი თაღლითი დეველოპერი იქნება უკონტროლოდ, მით მეტ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც პირდაპირ, ასევე მშენებლობის მომიჯნავე დარგებში (სამშენებლო მასალები და ა.შ) და მით მეტად გაიზრდება GDP-იმ ადამიანთა ხარჯზე, ვინც უცხოეთში ლუკმას იკლებდა, სამშობლოში ბინას იშენებდა იმედით, ოდესმე დაბრუნდებოდა საკუთარ ბინაში.

დარჩა უსინდისოდ მოტყუებული….

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ რიგის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თუმცა უკრაინის საბედნიეროდ, მისი ელიტები შესაძლოა კორუმპირებულნი იყონ (არიან კიდეც), მაგრამ ერთი ბრძნული გამონათქვამის არსი კი იციან: `თავი თუ გექავება, საკუთარი თავის მოკვეთა მთლად ჭკვიანური რეაქცია არ უნდა იყოსო…..`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცივილიზებული სახელმწიფო (აშშ, საფრანგეთი, ნიდერლანდი….და ა.შ) არის რეგულაცია და კონტროლი. ეს 2+2-ია.

ამის მიღმა კი იწყება ველური Гуляй поле – თუნდაც GDP ზრდის მაღალი ტემპით. რაც უფრო სწრაფად გაიზრდება (ამ მეთოდით!), მით მალე გადაიქცევა ჩვეულებრივ სამხეცედ – პირუტყვებით ადამიანთა ნაცვლად.

ევროპა არა……. კვატი”

თეგები: დათო გამცემლიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved