• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამარცხვინო ამბავია, კოლონიზატორებმა პოლიციის დახმარებით დრო ატარონ, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობა სახლში ზის ” – Дождь-ის მთავარი რედაქტორი პოზნერის ვიზიტზე

ალია ავტორი - ალია
15:54 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

Дождь-ის მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო, თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. როგორც ის წერს, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის დღეს ტიხონ ძიადკოც თბილისში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. 

“გუშინ გამოვაქვეყნე ფოტო აეროპორტიდან და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდი, დღეს კი მივიღე რამდენიმე შეტყობინება კითხვით – მივფრინავდი თუ არა “იმ რეისით” ვლადიმირ პოზნერთან და მისი წვეულების სტუმრებთან ერთად.

არ მივფრინავდი. ჩვენ გავფრინდით “ვნუკოვოდან” ერევანში და იქიდან თბილისში და გაკვირვებული დავრჩით, როდესაც ტაბლოზე ვნახეთ თბილისისკენ პირდაპირი რეისი – პირდაპირი რეისები უკვე 2 წელია აღარაა.  შეუძლია ხალხს ჩარტერული რეისის ფული გადაიხადოს – ყოჩაღები, მეც ასე ვიზამდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელია.

თუ ვინმემ არ იცის, თბილისში 21:00 საათიდან კომენდანტი საათი მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკეტილია, ადამიანები და მანქანები ქუჩაში თითქმის არაა, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ა.შ. დაკეტილია. დარღვევისთვის ჯარიმა 600 დოლარია. გამონაკლისი მხოლოდ მათთვისაა, ვინც სპეციალურ საშვს იღებს – ეს ადამიანების მცირე კონტინგენტია და არა ისე, როგორც ეს გაზაფხულზე მოსკოვში იყო.  ადამიანები ამისგან ძალიან დაიღალნენ, შეზღუდვებზე დამოკიდებულად ყოფნა ძალიან ძნელია.

ამ ფონზე თბილისში ჩაფრინდა ჩარტერული რეისი წვეულებაზე. როგორც ყვებიან, ხდება შემდეგი –  თვითმფრინავი ჩადის დაახლოებით 08:00 საათზე. ყველა სტუმარს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მთავრობის დახმარებით, საშვებს უკეთებს. ავტობუსით ყველა მიჰყავთ სასტუმრო “სტამბაში”, იქიდან კი, როდესაც უკვე კომენდანტი საათი დაწყებულია, ვახშამზე მიჰყავთ “ვინოტელში”, ამასთან, პროცესიას სათავეში პოლიციის მანქანა მიუძღვის მოციმციმე შუქებით, ამის შემდეგ კი ხდება ის, რაც მოხდა, მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება.

რა თქმა უნდა, კვერცხების დაშენა და ადამიანების გინება არცთუ ისე კარგი რამაა. მაგრამ საკუთარი გამონათქვამით აფხაზეთზე ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე დაბიჯება და შემდეგ ისე ჩასვლა, თითქოს არაფერი მომხდარა, მთლად კარგი საქციელი არაა. მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი ამ საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია ათასობით მოკლულს და 250 000 ლტოლვილს ნიშნავს. ვიზიტის იმგვარად მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები დიდი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რომ პოლიციის დახმარებით კარგი დრო ატარონ, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობა სახლში ზის და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლია – არა მხოლოდ მთლად კარგი საქციელი არაა, არამედ საკმაოდ სამარცხვინო ამბავიცაა”

თეგები: პოზნერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved