სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის ზიანის სახით ₾12 800 ანაზღაურება დააკისრა
ბაჩანა შენგელია ამ თანხას დედამისის სახელობის განათლების განვითარების ფონდში ჩარიცხავს და იმ სკოლის მოსწავლეების განათლებას მოხმარდება, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო
„მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს“
თეა წულუკიანი, 2020 წელი:
ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, მე რომ დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, იყო ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, იმიტომ, რომ ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი”.
კომენტარები