• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუმართმოყვარეობის ადათი არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე! – ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
02:38 04-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი:

მახსოვს წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ უდიდესი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და გარინდებებით სავსე ნაწარმოების შესრულებას.

მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა კონცერტს და ნაწარმოების პრემიერას მაღალ დონეზე ჩაევლო და მეორეს მხრივ ბოლომდე ვუთანაგრძნობდი პროტესტის შინაარსს, რომელიც გამოწვეული იყო მანამდე ბაშმეტის მიერ აფხაზეთში საგასტროლო მოგზაურობისა და სოხუმში ფესტივალის დაარსების ამბების გახმაურებით, რამაც ჩვენამდეც მოაღწია და ძალიან დაგვწყვიტა გული.

ერთია, როცა ამბობ, რომ გიყვარს საქართველო (არც ბაშმეტის და არც პოზნერის გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს), მაგრამ მეორეა როგორ ექცევი იმ ერს, რომელსაც ეფიცები სიყვარულს. ბაშმეტიც და პოზნერიც საზრდოობენ პუტინის ინდულიგენციებით, მაგრამ მათი რანგის პროფესიონალებს და აღიარებულებს სხვებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები, შეუძლიათ თავი აარიდონ ვალდებულებების იმ ნაწილს, სადაც მათ ავალებენ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ საჯაროდ დააფიქსირონ საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის და მით უფრო ჩვენი წამებული გმირების სულებისთვის ყოვლად შეურაცხმყოფელი მოსაზრებები თუ მოქმედებები. მათ კი ეს არ ქნეს, ვერ კი არა, სამწუხაროდ არ!!!

ჰოდა არც ბაშმეტს უნდა წყინდეს მისადმი გამოხატული პროტესტი საქართველოში და მითუმეტეს პოზნერს, რომელსაც არც ამერიკის პასპორტი უშველის და არც ქართული ხელოვნებისადმი რევერანსები.

სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე! უბრალოდ ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ, ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები, მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდატი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე. ეს იქნებოდა გონივრული პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! ხოლო ის, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია…

თეგები: ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved