პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, რადას დეპუტატი დიმიტრი გურინი კოვიდვაქცინაციის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს და აცხადებს, რომ ვინც უარს იტყვით აცრაზე, გარკვეული უფლებები შეეზღუდოს.
„ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ადამიანებს, რომლებიც უარს იტყვიან კოვიდვაქცინაციაზე აეკრძალოთ კინოში, თეატრში, რესტორნებში, უნივერსიტეტებში, კაფეებსა და ბარებში შესვლა.
იმის, რომ ზოგიერთს ეშინია ვაქცინის, სხვა ამის გამო მძიმე შედეგებს არ უნდა იღებდეს“, – აცხადებს გურინი.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 662 942-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 32 418 პაციენტი, ხოლო 1 307 076 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები