• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რით ემუქრებიან მეგი ბაქრაძის ქმარს? – რას ჰყვება ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
17:14 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ტელეფონი ადვოკატებმა გამომძიებლებს რამდენიმე საათის წინ მიაწოდეს და ესაუბრნენ იმ საერთო “ჩათის” შესახებ, სადაც ექიმები კლინიკა “იმედიდან” გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მიმოწერის დიდი ნაწილი წაშლილია და გამოძიებისგან მის აღდგენას ითხოვენ. 

ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მეგი ბაქრაძის ქმარს გარკვეული პირები დაკავებით ემუქრებიან:

“ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მირ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას. 

უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი”, – თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა. 

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრია, როცა მეუღლის კომაში ჩავარდნის შესახებ გაიგო, თუმცა, მოგვიანებით იგი ამტკიცებს, რომ როცა მას მეუღლე აჩვენეს, მეგის გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სწორედ ფანჯრების ჩამსხვრევის გამო, შესაძლებელია, მას ემუქრებოდნენ დაკავებით.

187-ე მუხლის პირველი ნაწილი:

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იყო, თუ არა, კლინიკისთვის ფანჯრების ჩამსხვრევა მნიშვნელოვანი ზიანი, ეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იმ გამოძიებამ, რომელსაც ამ დრომდე არ გამოუკვლევია გარდაცვლილი ექთნის მობილურის ნომერი და რომ არა “ალიას” წერილი, ვაქცინაციის დროს კლინიკაში მყოფი ჟურნალისტები და ოპერატორიც არ ჰყავდა დაკითხული.

თეგები: მეგი ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved