ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, შუალედური ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
„ოჯახის მთავარი ინტერესია, საქმე შეისწავლონ ბოლომდე და დადგინდეს სიმართლე, რატომ გარდაიცვალა მეგი. შესაბამისად, მის ოჯახს აინტერესებს თითოეული დეტალი, რომელიც იმუნიზაციას და უარყოფითი ეფექტების მართვას უკავშირდება.
მიმდინარეობდა თუ არა ეს პროცესი პროტოკოლის შესაბამისად და რამდენად გაეწია მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
პროკურატურას მივუთითეთ რამდენიმე გარემოება, მათ შორის სისხლის ნიმუში, რომელიც იმუნოლოგიის ცენტრში არის განთავსებული. ამ ნიმუშზე ჩავატარებთ ექსპერტიზას“, – აღნიშნა მეგი ბაქრაძის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
კომენტარები