• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მე დამნაშავე ვარ, არსად გავრბივარ, თავის გამართლებას არ ვაპირებ – ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის რეანიმატოლოგი

ალია ავტორი - ალია
16:26 03-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

რას პასუხობს ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგი გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატების განცხადებებზე – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ადგილზე 32 წუთის შემდეგ მივიდა.

ახალციხის კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური აცხადებს, რომ კლინიკაში მისვლის წუთიდან ყველა მის საქციელზე პასუხს აგებს. მისივე განცხადებით, არც ერთ ექიმს არ სურს, რომ მისი პაციენტი დაიღუპოს.

“მე რა დღეები გამოვიარე, ამას ვერ აღგიწერთ თუ თქვენ იქ არ იყავით და არ ნახეთ. არავის, არც ერთ ექიმს არ აქვს სურვილი, რომ პაციენტი დაეღუპოს.

თუ მე დამნაშავე ვარ, არსად არ გავრბივარ, თავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ვაგებ პასუხს აბსოლუტურად ყველაფერზე.

ჩემი მისვლის წუთიდან იქ, ბოლომდე, სანამ გადავიყვანეთ, ჩავიყვანეთ, ყველა ჩემს საქციელზე, ქმედებაზე, სიტყვაზე ვაგებ პასუხს. დანარჩენი კითხეთ უკვე გამოძიებას რა და როგორ იყო,” – განაცხადა გიორგი აფციაურმა.

ამ ეტაპზე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს 3 უწყება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევს. სამხარაული სწავლობს სიკვდილის მიზეზებს, რეგულირება სამედიცინო მომსახურების ხარისხს, დაავადებათა კონტროლი კი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ქალს გადატანილი კორონავირუსი.

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ერთ-ერთ წინასწარ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს უბედური შემთხვევის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად. ამ მოსაზრებაზე ჯანდაცვის მინისტრმა 2 დღის წინ ისაუბრა.

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved