• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა

ალია ავტორი - ალია
15:37 02-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთობლივად უნდა დააფიქსირონ ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალურ და გლობალურ პრიორიტეტად აღიარების აუცილებლობა.

2018-2019 წლებში მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებით 1600-მდე ბავშვი აღირიცხა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნაში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის მთავარი სამედიცინო დაწესებულებაა, შესაბამისად შემთხვევათა თითქმის სრული რაოდენობა სწორედ ამ კლინიკაში აღირიცხება.

„პრაიმტაიმის“ მიერ იაშვილის კლინიკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 0-დან 18 წლის ჩათვლით 822 პაციენტი ჰყავდათ აღრიცხული, 2019 წელს კი – 759.

აქვე განვმარტავთ: ეს რაოდენობა არ გულისხმობს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ ახალ შემთხვევებს. აღნიშნულ მონაცემებში მოიაზრება, როგორც ახალი შემთხვევები, ასევე წინა წლებში დასმული დიაგნოზებიც, რომელთა მკურნალობა კვლავ გრძელდება.

მოზარდებში სიმსივნური დაავადებების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ:

„საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე. სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“,- ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ დიდხანს საქართველოში კიბოს დიაგნოზის სტატისტიკას არასრულად, ან საერთოდ არ აწარმოებდნენ და მონაცემები ერთი შეხედვით თითქოს საგანგაშოდ არ გამოიყურებოდა.

წლების განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საქართველოში იგზავნებოდა რეპორტები, სადაც ჯანმო მიუთითებდა, რომ ქართული მხარის მიერ აღრიცხული მონაცემები არაზუსტია. ორგანიზაციის გამოთვლებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 12 ათასამდე კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ნაცვლად 7 ათასისა.

2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. შეიქმნა ე.წ. კიბოს რეესტრი, რის შემდეგაც ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია თითოეული შემთხვევა კიბოს რეესტრში დააფიქსიროს. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პროგნოზირებულ მონაცემებს მიუახლოვდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved