• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია“

ალია ავტორი - ალია
12:13 02-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ქართველი დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, იგი მიხეილ სააკაშვილსა და სტალინს შორის არსებულ მსგავსებებზე საუბრობს და სააკაშვილს სტალინის ინკარნაციას უწოდებს. პოსტი მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა კომენტარით – “არ მიყვარს სტალინი, გელა მიყვარს”

“ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარ­მოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამ­ჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ профессорский сынок. სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ­იორკში. განაგებს არა ვეებერ­თელა საბჭოთა კავშირს, არამედ პატარა საქართველოს. მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელებისა და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული მისიის შეგ­ნება, ორივეს ახასიათებს. ორივესა­თვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების უგუ­ლებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავ­სებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი. ჩვენი რეგიონის ქვეყნისათვის ეს მიღწევაა, მით უმეტეს, როცა სწორედ მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა. ვნახოთ.

P. S. იქნებ არც ისაა შემთხვევითობაა, რომ ორივეს განათლების საქმეში წვლილი ჩარკვიანებმა შეიტანეს. სოსოს ანბანი და რუსული ენა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. მიშას კი გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურს” – წერს გელა ჩარკვიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved