• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრადიციულად, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ – რატომ ვერ გამოვიყენეთ მომენტები?

ალია ავტორი - ალია
01:56 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას ყველა ინტერესით ელოდა. 

მოულოდნელობა

ფრანგმა მწვრთნელმა შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები დააყენა, ყველაზე რისკიანი „პროგნოზისტიც“ ვერ წამოიდგენდა – ვილი სანიოლმა დაცვის ფლანგებზე ორი დებიუტანტი დააყენა, მარჯვნივ – ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე გოგა ჩაბრაძე, ხოლო მარცხნივ – ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე გური გიორბელიძე. მცირე მოულოდნელობა შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველად გიორგი აბურჯანიას ხილვაც იყო.

რაც ყველაზე საყურადღებოა, სანიოლის შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი იყო ეროვნული ლიგიდან. შვედების შემადგენლობა კი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც წინასწარ ინფორმაციებში ეწერა.

იბრას საგოლე

შვედები დაცვაში სივრცეებს ტოვებდნენ და ამის გამოყენება შეიძლებოდა. მაგრამ საწყის წუთების ჩვენებმა ეს ვერ შეძლეს. შვედების მიერ აქტიურად დაწყებული სასტარტო წუთების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი საქართველის ნაკრებმა შექმნა. ჩვენები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდნენ. მე-11 წუთზე, ჯაბა კანკავამ კარის წინ გიორგი ქვილითაია მოძებნა, რომელმაც ახლოდან მეკარეს დაუმიზნა. მე-14 წუთზე კი უსწრაფესი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ კვლავ ქვილითაია დარჩა, მაგრამ კრისტოფერფერ ნორდფელდტმა შვედები აშკარა გოლისგან იხსნა. ასეთი შანსით თავადმსხმელმა უნდა ისარგებლოს!

შვედებმა მაშინვე სწარფი კონტრშეტევა წამოიწყეს და დეიან კულუსევსკის დარტყმის შემდეგ საქმეში გიორგი ლორია ჩაერთო და საიმედოდ ითამაშა. გავიდა კიდევ სამი წუთი და გიორგი აბუჯრანის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენა საბა ლონჟანიძეს შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

25-ე წუთზე უკვე ჩვენ გადავრჩით – ვიკტორ კლასონის გადაცემის შემდეგ კარში ახლოდან ალექსანდრ ისააკმა დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. ეს შვედების პირველი რეალური საგოლე მომენტი იყო.

ზლატან იბრაგიმოვიჩი საქმეში პირველად 29-ე წუთზე ჩაერთო – ლაშა დვალს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და კარში დაარტყა, მაგრამ ძალიან არაზუსტად. თუმცა, შვედმა ვარსკვლავმა თავისი მაინც გააკეთა. 35-ე წუთზე საჯარიმოში ვიკტორ კლასონი მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა 1:0.

პირველ ტაიმში შვედებმა მოახერხეს, საქართველოს ნაკრები ტემპში აიყოლიეს და შეცდომა დააშვებინეს. მასპინძელთა მეტი სისწრაფე და შეთამაშება იგრძნობოდა, საქართველოს ნაკრებს კი სპორტული სითავხედე და თავდაჯერებულობა ძალიან დააკლდა. არადა, მინიმუმ, შვედებზე ნაკლები მომენტები არ შეგვიქმნია.

მეორე ნახევარი

ვილი სანიომა მეორე ტაიმი უცნაური შეცვლით დაიწყო. ფლანგის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ცენტრალური ნახევარმცველით, ოთარ კიტეიშვილით ჩაანაცვლა. მერე გამოჩნდა, რომ ამის მიზანი მოედნის ცენტრის გაძლიერება იყო, სადაც პირველ ტაიმში პრობლემები შეგვექმნა.

ტაიმი კარგი შეტევით დავიწყეთ. ფლანგიდან ჩაბრაძემ საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, მაგრამ აბურჯანიამ თავური დარტყმით მიზანს ვერ მიაღწია. შეტევები რომ ვერ გაძლიერდა, სანიომა საყრდენები შეცვალა – ჯაბა კანკავა შემტევით, ლევან შენგელიათი ჩაანაცვლა, ხოლო ნიაკ კვეკვესკირი – ვაკო გვილიათი.

საგოლე მომენტი კიდევ შევქმენით – 66-ე წუთზე, შეტევაში გური გიორბელიძე ჩაერთო და საჯარიმოში ქვილიტაიას ცააწოდა, მაგრამ ჩვენმა თავდამსხმელმა მშვენიერი შანსი ამჯერადაც ვერ გამოიყენა. შვედებმა კი მომენტი ჩვენების შეცდომის შემდეგ მე-80 წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოსთან გადაცემა ისააკმა ჩაჭრა, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

გადამწყვეტი ფაქტორი – შვედების თავდაჯერება და კლასი

სანიოლს რისკი სურდა, შეტევების გასაძლიერებლად ყველაფერი გააკეთა და ჩვენებს მატჩსი მიწურულს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ – გიორგი აბურჯანიას გადაცემის შემდეგ ლევან შენგელაიმ ახლოდან უძლიერესად დაარტა და შვედები მეკარე კრისტოფერფერ ნორდფელდტმა აშკარა გოლისგან იხსნა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გამოჩნდა. მას მაინც ნაკლებად ამარაგებდნენ გადაცემებით და მატჩის მიწურულს ერთხელ საცადა კარში დარტყმა.

საბოლოოდ, შვედებმა მოიგეს, ჩვენი კი ტრადიციულად, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. იყო საინტერესო და დამაიმედებელი ფრაგმენტები, საქართველოს ნაკრებს შეხვედრა ძალიან ცუდად არ ჩაუტარებია, მაგრამ გუნდს საკუთარი თავის რწმენა და აგრესია აკლია, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია. გადამწყვეტი ფაქტორი კი შვედებს აღმოაჩნდათ – თავდაჯერება და კლასი, რომლსი გარეშეც მომენტებსი რეალიზაცია შეუძლებელია.

შვედეთი – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 კლასონი (35. იბრაგიმოვიჩის პასით)

25.03.2021. „სოლნა ფრედს არენა“. უმაყურებლოდ.

შვედეთი: კრისტოფერფერ ნორდფელდტი – მიქაელ ლუსტიგი (84. ემილ კრაფტი), ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი – დეიან კულუსევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერფერ ოლსონი (68. ალბინ ეკლდალი (72. (მატიას სვანბერგი)), ვიკტორ კლასონი (72. ემილ ფორსბერგი) – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო: გიორგი ლორია – გოგა ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (60. ლევან შენგელია), ნიკა კვეკვესკირი (60. ვაკო გვილია) – საბა ლობჟანიძე (78. გიორგი ბერიძე), გიორგი აბურჯანია, ხვიჩა კვარაცხელია (46. ოთარ კიტეიშვილი) – გიორგი ქვილითაია (84. გიორგი მიქაუტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

გაფრთხილებები: ლარსონი (54), ოლსონი (57), აუგუსტინსონი (64), დვალი (90+5)

1ტვ

თეგები: ფეხბურთის ფედერაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved