• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უიღბლობა – რას ბრალდება ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა?

ალია ავტორი - ალია
16:58 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 1467 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა ჰოს­პიტ­ლებ­ში, აქე­დან 299 არის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 80 პა­ცი­ენ­ტი არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 3000-ზე მეტი სა­წო­ლი კი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს “ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას და მე­დი­კო­სებ­სა და 65 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რო­მელ ვაქ­ცი­ნას გა­ი­კე­თე­ბენ.

“მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს წე­სე­ბის დაც­ვით კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს, 1467 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა ჰოს­პიტ­ლებ­ში, აქე­დან 299 არის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 80 პა­ცი­ენ­ტი არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 3000-ზე მეტი სა­წო­ლი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ დაგ­ვჭირ­დე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პა­სუ­ხი იყოს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი.

უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში.

4000-ზე მეტი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით აც­რი­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­დე­ბა 25 მარ­ტი­დან 65 წელს ზე­მოთ პი­რე­ბის­თვის. ეს არის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც გუ­შინ იმ­სჯე­ლა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭომ და დღე­საც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მხარ­და­ჭე­რი­ლი.

ის, რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა ვაქ­ცი­ნამ გა­მო­იწ­ვი­ოს, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, ამ­დე­ნად, ბა­ზი­სუ­რი მო­თხოვ­ნა, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის წი­ნა­შე დგას, არის ის, რომ ყვე­ლას აქვს ან­ტი­შო­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნაკ­რე­ბი. იმის შე­სა­ხებ, რომ ად­რე­ნა­ლი­ნი და სხვა ან­ტი­შო­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მედ­პერ­სო­ნა­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი.

ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა სრუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ მსგავ­სი ტი­პის რე­აქ­ცი­ას უპა­სუ­ხოს, ეს კლი­ნი­კა ახ­ლაც დარ­ჩე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, რად­გან ის სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია და პერ­სო­ნალ­საც შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი გავ­ლი­ლი აქვს. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იმა­ზე, რამ­დე­ნად იყო ან­ტი­შო­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ გა­და­ზღე­ვის­თვის, ყვე­ლა კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, იქ­ნე­ბა მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაც იქვე იყოს. ესაა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პი­რო­ბა დღეს.”

“ალია” კი შეგახსენებთ, რომ უამრავი ექიმის და ჯანმოს განმარტებითაც კი, ანაფილაქსიური შოკი მკურნალობას ექვემდებარება, თუ ადგილზე არიან სპეციალისტები და თუ დროულად იქნება გაწეული მომსახურება – რატომ არ დაექვემდებარა მაშინ 27 წლის ექთნის ორგანიზმი მკურნალობას, თუ ეს ანაფილაქსიური შოკი იყო და თუ დროულად მოხდა მკურნალობა? – ამ კითხვაზე პასუხი უიღბლობა, მთვარის ფაზები და ა.შ. ვერ იქნება!

ანაფილაქსიის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია – ჯანმო მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე
თეგები: თამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved