ექიმმა კლინიცისტმა, ნუცა ზურაბიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. თავის ჩივილებზე მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინდელი აცრის შემდეგ, გამთენიისას მომცა სიცხემ 38,5 რომელიც დაექვემდებარა სიცხის დამწევს.
დღეს, გავიღვიძე დაღლილობის შეგრძნებით და სხვა ჩივილი არ მაქვს, არც ტემპერატურა.
იმუნური პასუხი მაქვს და ძალიან მიხარია.
აქვე დავააფდეითებ სტატუსს და გეტყვით, რომ “აისოში” ვაქცინაციის პროცესი გრძელდება”, – წერს ზურაბბიანი ფეისბუქზე.
კომენტარები