წნორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მათი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა.
საავადმყოფოში ამბობენ, რომ კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნებოდა, ამიტომ დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
imedinews.ge














კომენტარები