• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა ყვიროდა, ბავშვი ტიროდა, ნეკა შემოვიდა აკანკალებული… მეორე დღეს ბოდიში მოუხადა…” – რას ჰყვება ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი?

ალია ავტორი - ალია
02:23 03-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვისას სასამართლოს ჩვენება ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა მისცა.

ეკა ფირცხალაიშვილის ჩვენების მიხედვით, ის 2017 წელს შეესწრო ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა არ დაუნახავს და გაუგია ფიზიკური ძალადობის შესახებ, რასაც მოწმე მომხდარი ინციდენტის დროს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებ. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ჭირვეულობდა, არ იძინებდა. ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით. მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი. ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, ნიკამ გვითხრა რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ, სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ნიკა ეუბნებოდა, რომ ნეკამ აიძულა სტუმრებს წასვლა. მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. ამ ყველაფრის მერე ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ მშობლების სახლში წავსულიყავით. ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, რომ ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც შევესწარი“, – განაცხადა მოწმემ. მან მხარეების წარმომადგენლების შეკითხვების საპასუხოდ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ იმ დღეს ბასილაშვილმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო: 1tv.ge

თეგები: ნიკოლოზ ბასილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved