• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამსუნგმა 2021 წლის A სერიის სმარტფონები Galaxy A52 და Galaxy A72 წარადგინა

ალია ავტორი - ალია
11:23 03-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

17 მარტს Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა Galaxy A სერიის სმარტფონები: Galaxy A52 და A72. სამსუნგმა ახალი მოდელების ხაზის წარმოდგენით შესაძლებელი გახადა არსებული ინოვაციური ტექნოლოგიები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. კომპანიის მესიჯი შემდეგნაირად ჟღერს:

ახალი Samsung Galaxy A სერია საშუალებას აძლევს ყველა მოხმარებელს ხელი მიუწვდებოდეს კომპანიის თანამდროვე ტექნოლოგიებთან იმ ფასად, რომელიც მათ შესაძლებლობებს შეესაბამება.

ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, კომპანია გამოხატავს მზაობას ის არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე მხოლოდ ფლაგმანურ მოდელებში გამოიყენებოდა, ახლა ბიუჯეტურ სმარტფონებში წარმოგვიდგინოს.~

Galaxy A სერია აგრძელებს Samsung-ის მემკვიდრეობას უზადო ფოტო და ვიდეო გადაღებით, ელეგანტური დიზაინითა და ყოველთვის მოწინავე ეკრანით გაათამამოს საკუთარი მომხმარებლები. A სერიის ორივე სმარტფონი Samsung Super AMOLED ტექნოლოგიის ეკრანით არის წარმოდგენილი და აღჭურვილია 90 ჰერცი განახლების მქონე ულტრათანამედროვე ეკრანებით. გამოყენებული პიქსელების რაოდენობა ერთ ინჩზე დაახლოებით 400 პიქსელია (Galaxy A72-ის ppi მაჩვენებელია: 393), რაც მკაფიო გამოსახულების გადმოცემის ნამდვილ გარანტიას იძლევა. ეკრანის ასეთი თანწყობა გაახარებს, როგორც ინტერნეტ ქონთენთის მოყვარულებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საკუთარი სმარტფონების ეკრანებთან თამაშისა თუ წიგნების საკითხავად. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ორივე სმარტფონი წარმოდგენილია უსაზღვრო O ტიპის ეკრანით, რომლებიც Galaxy A52 6.5 ინჩს, ხოლო A72 მოდელებში 6.7 ინჩს შეადგენს. არსებული ეკრანის ტექნოლოგიას 25%-ით უფრო მეტ სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად გაზრდილია კონტრასტის დონე 50%-ით რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ფანტასტიური შედეგია. ამიერიდან მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი სმარტფონის ეკრანის ნათების გადაფარვას.

Samsung-ის A სერიის ორივე სმარტფონი 4 კამარიანი სეთაფით არის წარმოდგენილი და შექმნილია ნამდვილი ფოტო მოყვარულებისთვის. Galaxy A52 და A72 კამერათა სისტემა ძირითადად ერთნაირია და შედგება 64 MP პრო სენსორისგან, რომელიც ულტრა მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. ორივე მოდელის მთავარ კამერას აქვს კადრის ოპტიკური სტაბილიზატორი (OIS). მეორე კამერად გამოყენებულია 12MP-იანი ულტრაგანიერი კამერა, რომელიც ლანდშაფტების და შენობების გადაღებისთვის არის განკუთვნილი. მესამე კამერა 5MP მაკრო კამერას წარმოადგენს. რაც შეეხება განსხვავებას: Galaxy A52-ში მეოთხე კამერად გამოყენებულია 5MP-იანი სიღრმის სენსორი, ხოლო A72-ში მის ნაცვლად მონაწილეობს 8MP-იანი ტელეფოტო ლინზა, რომელსაც 3X ოპტიკური და 30X ციფრული ზუმის მიღწევა შეუძლია.

კამერათა ასეთი სეთაფით სამსუნგი გვთავაზობს გადაღების რეჟიმების ძალიან მდიდარ არსენალს და ნებისმიერი სიტუაციისათვის შესაფერის კამერას. ორივე მოწყობილობა იღებს ვიდეოს 4k რეზოლუციით, ამავე დროს იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილ ტექნოლოგიას გადასაღები სცენის ოპტიმიზაციისთვის, კამერას წინასწარ შეუძლია ამოიცნოს სცენა და შესაბამისად მოახდინოს პარამეტრების თანხვედრა. ახალი ღამის რეჟიმი საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულად ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში, ღამის ლამაზი ლანდშაფტები გადაიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, დეტალიზაციითა და მინიმალური ფოტო ხმაურით.

A სერიის ორივე სმარტფონი წარმოდგენილია 8 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 720G პროცესორით Octa-Core (2×2.3 ㎓ + 6×1.8 ㎓), რომელიც თანწყობაშია 4, 6 ან 8 GB ოპერატიულ მეხსიერებასთან (მოდელების მიხედვით) და 128/256 GB შიდა მეხსიერებასთან. აღნიშნული პროცესორის და მეხსიერების მხარდასაჭერად A52-ში გამოყენებულია 4,500 ხოლო A72 მოდელში 5000 mAh აკუმულატორი, რომელიც სმარტფონების მომხმარებელს 2 დღე-ღამით გამოყენების საშუალებას მისცემს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობებს 25 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა გააჩნიათ.

Galaxy A52 და A72 დაცულია IP67 წყალ და მტვერგაუმტარი სტანდარტით. აუდიო-ვიდეო ქონთენთის მოყვარულებისთვის კი, ორივე სმარტფონი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით.

სამსუნგის A სერიის სმარფონები წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფერებით: იისფერი, ლურჯი, შავი და თეთრი. მათი გაყიდვა კი ძალიან მალე სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში იქნება შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრმა გიცავთ.. და გასაჩუქრებთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved