• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰეითერები” ვის უკვირს, მაგრამ ეს ძალიან ამორალური და დაბალი დონე” – ნინი შერმადინი

ალია ავტორი - ალია
18:39 03-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

ნინი შერმადინი ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვწერ ამ პოსტს. საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და მგონია, რომ ვერასდროს გავიგებ. არ ვიცნობ ბერა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას. არც მისგან მიმიღია რამე ბენეფიტი და არც “ქართული ოცნების” დიდი მოტრფიალე ვარ, არც ბერას ერთგული მსმენელი, მაგრამ რასც ახლა ვხედავ, გაუგონარი და დაუჯერებელია. შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს, მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? შვილები მშობლებს არ ვირჩევთ. განა, რა დააშავეს ამ ბავშვებმა ასეთი? აგრესიაცაა და აგრესიაც. სირცხვილია უბრალოდ ასეთი ბულინგი.

კიდევ ვიმეორებ, არ ვიცნობ და არანაირი ინტერესი არ მაქვს, ამ სტატუსით ვინმეს ვასიამოვნო, არც საქართელოში ვაპირებ ჩამოსვლას ალბათ, დიდი ხანი. არც არავინ დამრჩა მანდ, ვის გამოც ვივლიდი. ალბათ, შინაგანი კოლეგიალურობა მალაპარაკებს, ყველა ხელოვანი მენანება, ვისაც ასე ერთ დროს აღმერთებდნენ და მერე ტალახს ესროდნენ. ამდენი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს აქ. “ჰეითერები” ვის უკვირს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა. ძალიან ამორალური და დაბალი დონე.

ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ. განა, რა გახდა, გვიყვარდეს ერთმანეთი. არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? განა, რამდენი დავრჩით? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ასე ერთმანეთს? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები. რაც შეეხება ამიკოს, ალბათ, სულ მცირე, 15 წელია ვიცნობ, თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი ძალადობა არავის გაგვიგონია, ვინც ვიცნობთ. სიყვარული გადაგვარჩენს, მეტი არაფერი. სიცოცხლე სულ რაღაც 1 წამია და ისიც ბოროტებაში და სიძულვილში გავლიოთ, ძალიან დასანანია. პატივისცემით თქვენი ემიგრანტი ნინი შერმადინი”

თეგები: ბერა ივანიშვილინინი შერმადინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved