• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალები გადააგდეს… ერთ-ერთმა შერცხვენილმა ახლობელმა თავი მოიკლა… ცოლ-შვილს ათწლიან ვალს ვუტოვებ, ეს “მოვახერხე” – ზურა ყიფშიძე

ალია ავტორი - ალია
17:57 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

მსახიობი, ზურა ყიფშიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს:

ზურა ყიფშიძე: – უბრალოდ, ქალები “გადააგდეს”, ჩემი ცოლი, მისი და, ჩემი ქალიშვილი. კაცებმა არაფერი ვიცოდით. ბოლოს სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თქვეს. სამი წლის წინ ვეხვეწებოდი, რომ ნუ იზამთ ამას, რომ ეს ამბავი ყველამ გაიგოს-მეთქი. უფრო უარესები სჭირს ხალხს. ჩემს ცოლს და მის დას ბინა მოპარეს და ისე დატოვეს. ჩემ ცოლს ხელი მოაწერინეს მოტყუებით, ბინა ჩადეს ბანკში, წაიღეს ფული. ბანკს შევრჩით ჩვენ. ჩემ ცოლს კაპიკი არ აუღია. ამის გამო ჩავვარდი ვალებში. მაგრამ ამის გახმოვანება არ მინდოდა. მაგრამ დღეს ატყდა ეს ამბავი…

აფერისტებმა მოატყუეს ჩემები. ერთ-ერთი იყო ჩემი შვილის ლენუკას ახლობელი, რომელმაც შემდეგ ამის გამო თავი მოიკლა. მერე გაირკვა, რომ ამ ადამიანებისგან, არა მხოლოდ ჩვენ ვყოფილვართ ამგვარად მოტყუებულნი.

ჩემ ცოლს და ცოლის დას შეაპარეს დოკუმენტი. ლელა ამბობს, რას ვიფიქრებდი, მევახშე ხომ არ იყო, ბანკი იყოო. კაცო, ბანკში შიგნით შეხვედი? შენი ვექილით მიხვედი? იურისტი გყავდა? არ ყავდა. მივიდა მარტო. ახლობელი იყოო, მე რა ვიცოდიო… ასე მისცეს ამ ხალხს ლელამ და მისმა დამ მთელი უფლებები თავიანთ სახლზე. ამათმაც ისარგებლეს ამ სახლით და არა მხოლოდ ამ სახლით, სხვისი სახლებითაც… ერთ-ერთმა, რომელიც ლენუკას ახლობელი იყო და აღმოჩნდა შერცხვენილი, თავი მოიკლა. წარმოგიდგენიათ? ჩოლოვარდია, გვარი ვიცი, ისე მე ვერ ვიხსენებ ამ კაცს. მეორემ არ ვიცი, ვის რა გადაუხადა, გაკოტრება გამოაცხადა, გაიქცა, ვერაფერს ვუშვრებით. საქართველოს ბანკმა ბინა გაყიდა. სახლი სამი ქვეყნის – შვედეთის, ჰოლანდიის და საქართველოს მილიონერმა, ჩასაფრებულმა მოქალაქემ იყიდა. ამ ცოტა უცნაური ხასიათის მქონე კაცმა იაფად იყიდა ეს სახლი. ამ კაცს სახლის დაბრუნება ვთხოვეთ. მაგრამ ვერსაიდან ვერ მივუდექით.

ასე მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და. დარჩნენ უბინაოდ. მეც ასევე მომატყუებდნენ. როცა ასეთ საქმეზე მიდიხარ, უნდა წახვიდე იურისტთან ერთად. ეს ელემენტარული რამეა. მერე მე დავიწყე ფულის სესხება, რომ ჩემი ცოლის დას მიწა ან სახლი ჰქონოდა. ბანკში ჩავდე სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ.

ზურა ყიფშიძის ნაკლებად ცნობილი მეუღლე, რომელიც საზოგადოებაში არ ჩნდება - ქალი, რომელმაც ყველაზე პოპულარული მამაკაცის გული დაიპყრო - mshoblebi

–  ახლა რა ფაქტის წინაშე დგახართ?

– საშინელების წინაშე. ის ჰოლანდიელი კაცი გვემუქრებოდა, ამდენი ხანი რომ არ ჩამაბარეთ ბინა, ამ ხნის მანძილზე, მე მაგ სახლიდან ამდენ თანხას მოვიგებდიო, რაც გაქვთ, ისიც გაყიდეთო. მილიონერია, ბიძაც მილიონერი ჰყავს. ქართველი გაგიგებდა. იმას ფეხებზე კიდია.

ცუდ დღეში ვართ. ახლა სადაც ვარ, აქ, ამ ბინაში, ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. ეს სახლი ბანკში მაქვს ჩადებული. სხვა გზა არ მქონდა. ახლა ამ თანხას ვიხდი. ამ სახლზეც გვედავება.

ღმერთმა დამიფაროს და ხვალ ან ზეგ რომ გადავტრიალდე, ჩემს ცოლ-შვილს ათწლიან ვალს ვუტოვებ. ეს “მოვახერხე”, მეტი “არაფერი” გამიკეთებია მთელი ცხოვრების მანძილზე… თვეში 2300 ლარი უნდა იხადონ. ამით დამთავრდება ჩემი მოღვაწეობა… სამწუხაროა, არა?

ჩვენ რაიმეს შეგროვებას კი არ ვითხოვთ, რაღაცები არასწორად არ გაიგოთ, გული მისკდება. არაფერს არ ვითხოვ. მინდა გაიგონ, რომ ხალხი ასე ატყუებს ერთმანეთს. ხომ შეიძლება ვინმე ჩაერიოს და თქვან, რომ თქვენ ხართ მართალი, თქვენ არ ხართ მართალი. ხომ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს ერთხელ. გადამაგდეს და რახან გადამაგდეს, მაგარია და შერჩა?

მადლობა, რომ ჩვენი პრობლემით დაინტერესდით. ჩემი ცოლი ამ ამბავს გადაჰყვა. ბევრი რამ აწუხებს. ამის შემხედვარეს საერთოდ არ მინდა არაფერი. თემა ადამიანების სიცოცხლეს ეხება…”

სამი წლის წინ, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, ზურა ყიფშიძის ცოლმა, ლელა გოცირიძემ, მისმა დამ და ლენუკა ყიფშიძემ “ახლობლის” თხოვნით ბანკში ჩადეს.“გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს  ბანკში ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს” – ამბობდა ძველ ინტერვიუში ლენუკა ყიფშიძე.

თეგები: ზურა ყიფშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved