• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზარელი აფეთქება გარდაბანში – ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, ნაფლეთოვანი ჭრილობებით – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:10 03-01-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

რამდენიმე წუთის წინ გარდაბანში საზარელი შემთხვევა მოხდა, ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება მოხდა – ორ არასრულწლოვან ძმას აუფეთქდა, სავარაუდოდ ხელყუმბარა, როგორც “ალიას” გვატყობინებენ უფროსი ძმის ასაკი 9 წელია, მეორე კი მასზე უმცროსია.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გვატყობინებს, 9 წლის ბავშვი აფეთქებისას გარდაიცვალა, მისი ძმა კი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

თუმცა, “ჯეო ჰოსპიტალი”, სადაც ორივე ბავშვი იქნა გადაყვანილი, “ალიას” არ გვიდასტურებს უფროსი ძმის გარდაცვალების ფაქტს და გვეუბნება, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

კითხვაზე, ბავშვების ჭრილობების მიხედვით, გამოიწვია თუ არა დაზიანება ხელყუმბარამ, კლინიკა ვერ გვპასუხობს, თუმცა, გვეუბნება, რომ 9 წლის ბიჭს აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები, კერძოდ, ნაფლეთოვანი სახის ჭრილობების სახის და მუცლის არეში, აქვს ჰემოროგიული შოკი.

უმცროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები და კლინიკაც გვიყვება რომ უფროსი ბავშვი 9 წლისაა, ზოგი მედისაშუალების ცნობით, უფროსი ბავშვი 15 წლისაა, თუმცა, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მათი ინფორმაციით, ხელყუმბარა ბავშვებმა ქუჩაში იპოვნეს, შესაბამისად, ისინი ელოდებიან პასუხს კონკრეტული უწყებებისგან, როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა ქუჩაში.

ჩასწორება – უფროსი ბავშვის გარდაცვალება, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო – ოფიციალურად დადასტურდა.

“ალია” დაუკავშირდა შსს-ს, სადაც ამ მომენტისთვის მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია 229-ე მუხლით.

229 მუხლის პირველი ნაწილი:

“ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.”

თეგები: გარდაბანიკრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved