რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს,– ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რუსეთის წარმომადგენელი.
თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩასვლით გამოწვეულ სავარაუდო სირთულეებზე კარასინი ამბობს, რომ ეს „ხელოვნური პრობლემაა“.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.
კომენტარები