• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შვილები არ გყავთ? მიხედეთ ამ უწყებას და ნუ უბიძგებთ მშობლებს დანაშაულის ჩადენისკენ – ადვოკატის ღია წერილი

ალია ავტორი - ალია
16:59 02-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ადვოკატი, მარი საბიაშვილი, სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს:

“ღია წერილი

მივმართავ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. შინაგან საქმეთა სამინისტროს. აჭარის მთავრობას.

ყველას მოგვეხსენება, რაოდენ დიდი პრობლემებია ბავშვზე ზრუნვის სამსახურში, განსაკუთრებით სააღსრულებო საქმისწარმოებებთან დაკავშირებით. ვიცით, ამ სტრუქტურას პრობლემები აქვს კადრებთან მიმართებაშიც, რაც ჩემი აზრით, ერთის მხრივ -განპირობებულია დაბალი თანამდებობრივი სარგოს შეთავაზებით, ხოლო მეორეს მხრივ-თანამშრომელთა მოტივაციის არქონით.

სწორედ ამიტომ, პირადად მე ვცდილობ და დაინტერესებული ვარ, მინიმალურით მაინც დავეხმარო სტრუქტურას (თუ რას ვაკეთებ ამისთვის, აქ აღარ დავწვრილმანდები). თუმცა, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც გამოსწორდება, მომავალი გვეღუპება. სახელმწიფოს ნება უმთვრესია, საწყისისთვის მინიმალურ დონეზე მაინც რამე შეიცვალოს. მერწმუნეთ, ეს თუ ახლავე და მყისიერად არ მოხდა, მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგებს-ფსიქოლოგიურად განადგურებულ ბავშვებს, რასაც მომავალი პერსპექტივები ვეღარ უშველის.

სააღსრულებო საქმისწარმოება მარტივი არ გახლავთ. ეს რომ შეძლოს განყოფილებამ, უნდა ჰყავდეს კვალიფიციური, საქმის მცოდნე უფროსი, იურისტი და სოციალური მუშაკი..უკიდურეს შემთხვევაში, ერთი ასეთი თანამშრომლის არსებობაც საქმეს წაადგება (მეტნაკლებად), თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთ განყოფილებაში, ასეთს საერთოდ ვერავის ვპოულობთ. არადა, საქმის უცოდინრობა და სააღსრულებო წარმოების არასწორად მართვა, იწვევს გაუცხოვებას მშობლებსა და შვილებს შორის, აგრეთვე, ბავშვებში ფსიქიკურ პრობლემებს, არაჯანსაღ განვითარებას და აშ..

უკიდურესი ვითარებაა აჭარის რეგიონში. უამრავი სააღსრულებო წარმოება გაპრობლემებულია. თანამშრომლები სწორად ვერ აფასებენ ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, არ იციან რა ევალებათ, როგორ იმოქმედონ და რა მითითებები გასცენ იმისათვის, რომ აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილებები.

ეს ყველაფერი კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

აჭარიდან მიკავშირდებიან სხვა ადვოკატებიც და იგივე პრობლემებზე საუბრობენ.. (თუმცა კიდევ აღვნიშნავ, მხოლოდ აჭარა არ განიცდის კრიზისს ამ კუთხით)..

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვღუპავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს და მორალურად ვანადგურებთ მშობლებს, ვინც შვილებთან ვერ ურთიერთობენ.

გულგრილი დამოკიდებულება იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც, არასრულწლოვანი ბავშვების საქმეებზე.

და ბოლოს.. თქვენც ხომ მშობლები ხართ? შვილები არ გყავთ? რას მოიმოქმედებდით თქვენ რომ ვერ ურთიერთობდეთ მათთან?

თხოვნაა, მიხედეთ ამ უწყებას და ნუ აბოროტებთ ადამიანებს, თქვენი უმოქმედობით ნუ უბიძგებთ მშობლებს დანაშაულის ჩადენისკენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

!!! აჭარის მთავრობა / Government of Ajara

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“

თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved