• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორის მერიის სატელეფონო ხარჯები და წვეულებები ბიუჯეტს 139 000 ლარი დაუჯდა – „ფლანგვის დეტექტორი“

ალია ავტორი - ალია
10:57 02-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ, რაც თითქმის ორჯერ მეტია. საკომუნიკაციო მომსახურებაში კი ბოლო 2 წელიწადში ჯამში 80,000 ლარამდე დაიხარჯა“, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

„2018-2019 წლებში გორის მერიამ 59,361 ლარი გადაიხადა წარმომადგენლობით ხარჯებში, საკომუნიკაციო მომსახურება კი 79,228 ლარი დაუჯდა.

ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2018 წელს 20,138 ლარი, ხოლო 2019 წელს 39,223 ლარი დაიხარჯა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირებზე იხარჯებოდა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.

წარმომადგენლობით ხარჯებთან შედარებით 1.3-ჯერ მეტი დახარჯა მერიამ საკომუნიკაციო მომსახურებაში, რაშიც საერთო ჯამში 79,228 ლარი დაიხარჯა.

ბიუჯეტიდან 2018 წელს საკომუნიკაციო მომსახურებაში 41,465 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 39,223 ლარი გამოიყო. საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთის მანძილზე საუბარი 5 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად 2018-2019 წლებში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15,845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს.

გორის მერიამ 2 წლის მანძილზე საკომუნიკაციო და წარმომადგენლობით ხარჯებისათვის 138,589 ლარი დახარჯა

– განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა – 94,500
– უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 117,000
– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულადი დახმარება – 0“, – ნათქვამია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved