• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ყველაფერი სწორედ ივანიშვილის პირდაპირი ბრძანებით ხდება და ის არსად წასულა – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:57 02-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ ველოდი პარტიის ოფისის შტურმს (ღარიბაშვილის დანიშვნის მერე ეს ცხადზე უცხადესი იყო. პრინციპში ამისთვისაც დაინიშნა), უკვე პოსტ ფაქტუმ დიდხანს ვიფიქრე რა სიტყვა გამომეყენებინა ისეთი, რაც მიახლოებით მაინც აღწერდა იმ სიბრიყვის, უსინდისობის და ანტისახელმწიფოებრიობის ველურ ნაზავს, რაც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ჩაატარა, მაგრამ ამაოდ. ასეთი სიტყვა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში.

შედეგების თვალსაზრისით კი:

ა) პოლარიზაციამ მიაღწია უკიდურეს ნიშნულს. ყოველგვარი დიალოგის და პოლიტიკური შეთანხმების რესურსი ამოწურულია. ახლა ან ხელისუფლებას მოტყდება რქები და ჩამოიშლება, ან გაფორმდება აშკარა და დაუფარავი ავტორიტარიზმი. უფრო რეალური მეორე ვარიანტია.

ბ) საქართველოს იმიჯს მიადგა უდიდესი ზიანი, რაც არაა მხოლოდ იმიჯის ამბავი. ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს, რაც გამოიწვევს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას და თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს. ევროკავშირის წევრობზე განაცხადი კი არა, სადაც ვართ იქიდან თუ არ გამოგვაგდეს ცოტა ხანში, კიდევ მადლობა ვთქვათ.

გ) ერთადერთი ქვეყანა, ვინც ყველაფერ ამით იხეირებს, არის რუსეთი, რამდენადაც ევროპისგან და დასავლეთისგან დაშორება ავტომატურად იწვევს რუსულ პოლიტიკურ ორბიტასთან დაახლოებას და რუსული გავლენების ზრდას. შესაბამისად გაიზრდება ყველა ჯურის პრორუსის, ფაშისტის, ქსენოფობის და რეტროგრადის კუთრი წონა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე.

მოკლედ, ყველაფერი არის ცუდად და იქნება კიდევ უარესად. სიტუციიდან გამოსავლის შანსი შეიძლება იყოს დასავლეთის გაძლიერებული ზეწოლა პირადად ბიძინა ივანიშვილზე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი სწორედ მისი პირდაპირი და უშუალო ბრძანებით ხდება და ის არსად არ წასულა.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ამბავი არც ხელისუფლებისთვის დამთავრდება კარგად. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მათთვისაც ძალიან ცუდად დამთავრდება, მაგრამ მანამდე საკმაოდ მძიმე დღეები გველის, შეიძლება მას შემდეგაც.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved