• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაემუქრა, თუ არა ღარიბაშვილი ნიკა მელიას? – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
18:20 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კითხვას: „იყო თუ არა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება პოლიტიკური“, კითხვითვე უპასუხა:

„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გამოდიოდა და ნულოვან ტოლერანტობას აანონსებდა. ეს იყო პოლიტიკის განსაზღვრა, მათ შორის კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის. როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები 2012 წლიდან მოყოლებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, გამოდიოდნენ და ჰუმანურ პოლიტიკას აანონსებდნენ, ესეც იყო პოლიტიკის განმსაზღვრელი განცხადებები, ამან განსაზღვრა არა მარტო ნიკა მელიას ლმობიერი და ჰუმანური განაჩენი („ქართული ოცნების“, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის 2012 წლიდან დაგეგმილმა პოლიტიკამ), სისხლის სამართლის პოლიტიკამ უზრუნველყო ჰუმანური მიდგომა ადამიანების მიმართ, არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა, აქ იყო რისკები, ჩვენი ამომრჩეველი გვისაყვედურებდა ასეტი ხარისხის ჰუმანური დამოკიდებულების გამო, მაგრამ თუკი დემოკრატიაში პოლიტიკურ ფასს იხდი, ეს არის ის პოლიტიკური ფასიც, რაც ჰუმანურობას თან სდევს.

ამიტომ, 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის, ასევე  სხვა ლიდერების დაანონსებული და აღსრულებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, არავისთვის უცხო არ არის იყო. ამას ლაპარაკობდა დღესაც ღარიბაშვილი და თქვენ გინდათ თარგმნოთ, რომ კონკრეტულ „ქეისთან“ დაკავშირებით თქვა მაინცდამაინც ეს.  ყველა „ქეისს“ რომ დავანებოთ თავი, კანონი უნდა აღსრულდეს თუ არა, ამაზე გამეცით პასუხი. ერთი მთავარი იარაღი არსებობს საამისოდ, ამ იარაღს ჰქვია სიმართლე. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას. თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვით, მაშინ ეს სიმართლე იქნება მთავარი იარაღი, განმსაზღვრელი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოექცევა და ასეთ სპეკულაციური, ტყუილი ნარატივების გაყიდვით, არ დაიწყებს მაგიდასთან დაჯდომაზე საუბარს, არამედ იფიქრებს ქვეყანასა და საქმეზე.

ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცას თუ იტყვის მართალს და მაგალითად, მელიას დაარქმევს კრიმინალს (ვიცით ხომ, სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დადასტურებულად „ქართუ“ ბანკის საქმეზე მელია არის დამნაშავე) და როგორც კი დამნაშავეს, დამნაშავეს დაუძახებ, ეს თქვენი აღქმით არის მუქარა და არ არის მართალი?”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმამუკა მდინარაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved