• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა მელია კრიმინალია და გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ…” – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:17 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა:

„ოპოზიციასთან მოლაპარაკების ხედვას რაც შეეხება. ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნო რადიკალური და კონსტრუქციული ფრთა. როგორც ვიცი, საბედნიეროდ, არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზოციას, რომელსაც სურს მძევლობიდან, ძალადობიდან გამოეყოს იმას, რაც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, მელიას ვგულისხმობ. ის კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. სხვათაშორის, ეს ყველას ავიწყდება. უბრალოდ, ეს არის ალიბი და მე ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. კარგად მოგვეხსენება, როგორი თავმჯდომარეა მელია „ნაცმოძრაობის“. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის ბატონი სააკაშვილი, სხვა ლიდერი არ არსებობს „ნაცმოძრაობაში“. მელია, მანამდე ვაშაძე იყვნენ და არიან ყოველთვის დროებითი, ფორმალური სახეები. მელიასთან მიმართებაში, ნახეთ, როგორი ჭკვიანური სვლა გააკეთეს მათი გათვლით…

ბატონი მელია, არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი „ბანკი ქართუს“ საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმჯდომარის ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა, თუ არ ვცდები და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ ორი თუ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, რომელსაც იძიებს შსს და პროკურატურა, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის, მსგავსი დანაშაულებისთვის, ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved