• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მელიაზე უფრო მაგარი განაბი – სააკაშვილიც დასაჭერია! – 5 რამ, რაც “ოცნებამ” უნდა გააკეთოს” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
19:26 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა მოხდა და როგორ მომწიფდა გადადგომის აუცილებლობა?!

5 თვის წინ მოქნეულმა სამაჯურმა, 5 თვის შემდეგ მოსჭრა კბილები ოცნების ლიდერებს.

და დაიწყო….

კობახიძის განცხადებები მელიას დაჭერის აუცილებლობაზე. არა და… დავით გარეჯის დაკარგვის საშიშროებას დასტიროდა ერი და ბერი. მდინარაძის მიერ მოწყობილი ბრიფინგი, ბრიფინგი, ბრიფინგი… მელიას დაჭერის “სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე”. არა და… ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი რეგიონს ინაწილებენ. მსოფლიო გეოსტრატეგიას ახლიდან ალაგებენ. არა და, პანდემია მსოფლიოს უტევს და ჩვენი ხალხიც შიმშილის საფრთხის წინაშეა.

მოკლედ, ასე გახადეს მელია მგელიად!

თითქოს, მიდი და დაიჭირე… რა გიშლის ხელს… მაგრამ არა, მათთვის,უბრალო “აბიჟნიკის” დაჭერა, მიზანს არ წაადგებოდა.

მიზანი – გახარიას ჩამოცილება იყო…!!!

სწორედ ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, ამ უხეირო პერსონის მაქსიმალური გაპოლიტიზირება.

1. მიშამ სტატუსი მოუმატა- პარტია გადააბარა, თავმჯდომარეგ დანიშნა

2. ხელისუფლებამ (სასამართლომ და არა აღმასრულებელმა) გაასამართლა და მიუსაჯა.

3. პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა!

მთელი ეს პერიოდი, მთავრობა ამ პროცესებში არ ერეოდა… ანუ, გახარიაც არაფერ შუაში იყო…

ჰო, აი, აქ იწყება “მავანთა” წაუგებელი თამაში!

“პოლიტიკურ განაბად” ქცეული მელია სამართლის ყველა დაწერილი წესით დასაჭერია და ის გახარიას მთავრობამ უნდა დაიჭიროს :

ვარიანტი 1. გახარია ჩაატარებს დაჭერის ოპერაციას, “შეეტენება” სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე, მიიღებს ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ამერიკელი კონგრესმენების და “გუნდის” წევრებისგან ზეწოლა-გაკიცხვას და უალტერნატივოდ გადადგება!!!..

ვარიანტი 2. გახარია არ მიიღებს მონაწილეობას “გავრილოვი-2”-ის სცენარის გათამაშებაში და პრევენციულად გადადგება!

აქ, მთავარი სიტყა არის- გ ა დ ა დ გ ო მ ა!

დიახ, ითამაშეს წაუგებელი თამაში და მიიღეს მთავარი პრიზი -გ ა ხ ა რ ი ა გ ა დ ა დ გ ა!

და რა მერე… ?! რა სარგებელი მოუტანათ გახარიას წასვლამ?!

1. მელია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიჭირონ და ვინმემ აიღოს ამაზე პასუხისმგეგბლობა.

2. უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების საკითხი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა კობახიძისაა

3. დიდი ქართველი “პოლიტპატიმრის”, რურუას გამოშვების საკითხზე პასუხისმგებელიც კობახიზეა

4. დავითგარეჯის თემაც დასასრულებელია

5. მელიაზე უფრო მაგარი განაბი – მიშა სააკაშვილიც სავალდებულოდ დასაჭერია!… აღარ გავაგრძელებ…

ესაა ის საკითხებია, რაც მთავარ პრიზს შლეიფად მოჰყვა!

რატომ მიიღო გახარიამ წასვლის გადაწყვეტილება?!…

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები მაშინდელმა შს მინისტრმა “ბოლომდე შეიტენა”, (ისე, საინტერესოა, თუ მაშინ დამნაშავე იყო მინისტრი, ახლა რატომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრს????) ერთადერთი, რაც მიიღო საპასუხოდ, “კაზიოლის” სტატუსი და სრული უმადურება იყო. ასევე იყო პანდემიის მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ეკლესიასთან ურთიერთობების უმტკივნეულოდ ჩატარება, არჩევნებში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება და კიდევ ბევრი სხვა… ჰო და, ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო…

არც შევიდა….

გახარიამ მეორე, წაუგებელი ვარიანტი აირჩია. ის პრევენციულად წავიდა!

გახარიამაც წაუგებელი ითამაშა.

მას ვერ დააყრის ქოქოლას თავისი “შეკრული გუნდი”. მას ვერ დაამუნათებს ოპოზიცია(აუფ, ვიტომ გვყავს.. ), მას აქვს მაღალი რეიტინგი და ყავს მომხრეები,ყავს გუნდის წევრები (სავარაუდოდ პარლამენტშიც), მას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის!

ანუ, პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა პირობა სახეზეა. ახლა, მისი გადასაწყვეტია შექმნის თუ არა პოლიტიკურ ძალას.

გზაბედნიერი, პრემიერო!

P.R.

ძალიან სასაცილოა, როდესაც ყოფილი ნაცები, პორტირებულები, კოჰაბიტირებულები, მიშას და სანდრას შნირები გახარიას ნაცობაზე საუბრობენ…

სასაცილოა და სასირცხვილოც!!!…

ახლა, გავიგე, რომ მომავალი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ნამდვილად გამეხარდა!

მოკლედ, ისე დამემართა, რაიკომის მდივანს რომ უთხრა გურულმა- იმის წასვლა, თქვენმა მოსვლამ გადამატანინაო!….)))))

თქვენც გზა ბედნიერი, ბატონო პრემიერო!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved