• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა იპოვნეს რუსეთში ძაღლებმა და რატომ არიან ისინი ცისფერი ბეწვით? – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
22:01 02-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე მიტოვებულ ქარხანასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ცისფერი შეფერილობის ბეწვის მქონე მიუსაფარი ძაღლები შენიშნა. როგორც ვარაუდობენ, ცხოველების ბალანი, შესაძლოა, იქ არსებულ ქიმიურ ნარჩენებს შეეღება. მედიასა და სოციალურ ქსელებში ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიის დათვალიერებისა და ძაღლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების სურვილი გამოთქვეს.

საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ქარხანაში, რომელმაც ფუნქციონირება ექვსი წლის წინ ფინანსური კრიზისის გამო შეწყვიტა, ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერება წყალბადციანმჟავასა და ორგანულ მინას აწარმოებდნენ. დაწესებულების დროებითი მმართველი, ანდრეი მისლივეცი არ გამორიცხავს, რომ მიუსაფარმა ძაღლებმა მიტოვებულ ნაგებობაში ხეტიალისას ცისფერი შეფერილობის არაორგანულ ნივთიერებას, სპილენძის სულფატს მიაგნეს. ეს უკანასკნელი წვასა და ქავილს იწვევს, რამაც, შესაძლოა, ანთებითი პროცესის განვითარებას შეუწყოს ხელი.

“მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე უამრავი მიუსაფარი ძაღლი დახეტიალობს. მათ ალბათ ძველი ქიმიკატების ნარჩენები იპოვეს და მასში იგორავეს. დიდი ალბათობით, ეს სპილენძის სულფატი უნდა ყოფილიყო. უჩვეულო შეფერილობის ბეწვის მქონე ცხოველები აქ რამდენიმე წლის წინაც შენიშნეს. გასაკვირი არ არის, რომ ძაღლებმა მსგავს რამეს მიაგნეს, რადგან მათ ყურადღებას არავინ აქცევს”, – აცხადებს მისლივეცი.

ფოტო: Alexey Ganin
ფოტო: Alexey Ganin

ფოტო: Alexey Ganin
ფოტო: Alexey Ganin

ფოტო: Dima Orekhov
ფოტო: Dima Orekhov

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კამბრიის საგრაფოს ქალაქ კარლაილში ქიმიური ნარჩენებით ცისფრად შეღებილი თოლია აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად ეგზოტიკური ფრინველი ეგონათ.

წყარო – popx.ge

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved