“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა ლ’ამაზი “განახლების გეგმა” დადებულა კიევში”
შეგახსენებთ, დღეს “ევროპული საქართველო” დატოვა სამმა ლიდერმა: გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და ზურა ჭიაბერაშვილმა. სამივემ მიზეზად – პარტიის განახლება დაასახელა. შედარებით უფრო ხისტი გამოსვლა ჰქონდა გიგი უგულავას, რომელმაც თქვა: ” პარტიას განახლება სჭირდება და არა ერთის ორით ჩანაცვლება ან გადანაცვლება და გადმონაცვლება. რა თქმა უნდა, გიგაზე ვლაპარაკობ!”
თამარ ჩერგოლეიშვილს კომენტარებში ეკითხებიან:
-ანუ? მიშამ ქნა ეს ამბავი? რა ვიცი მე მაგდენი ჩიქორთული ქვეტექსტები
-რა შუაშია მიშა? მიშას ინტერესებში რაც ხდება, ყველაფერში მიშა კი არ არის შუაში. ირონიაა. რა ქვეტექსტი – მთელი მედია კიევზე ყვიროდა რაღაცეებს, – პასუხობს ჩერგოლეიშვილი
კომენტარები