• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტიქაროსნებიდან აფუჭებენ და მერე აკურთხებენ…” – მეუფე პეტრეს კიდევ ერთი უმძიმესი ბრალდება

ალია ავტორი - ალია
02:49 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ პატრიარქთან ერთად მძიმე ზნეობრივი ბრალდებები ამჯერად ცურტაველ მიტროპოლიტს, მეუფე ვახტანგს წაუყენა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში.”

გადაცემაში მეუფე პეტრემდე საუბრობდა, მეუფე ვახტანგი, რომელმაც მეუფე პეტრე არარაობიდან პატრიარქის მიერ ამაღლებულად მოიხსენია. ყოფილ მიტროპოლიტ ცაავასა და ინგა გრიგოლიას შორის, ცხარე დიალოგი შედგა:

მეუფე პეტრე:

-მას შემდეგ რაც, წმინდა სინოდი შედგება უღირსი ადამიანებისაგან, ადამიანი, რომელიც…

ინგა გრიგოლია:

-ბევრი მიტროპოლიტისგან განსხვავებით, მეუფე ვახტანგი ყოველთვის მზად არის გასცეს კითხვას პასუხი

მეუფე პეტრე:

-კი, ნახევარი სიმართლით და ცბიერებით არ უნდა გასცე პასუხი…. ამ ადამიანს მრევლის თანდასწრებით აქვს ნათქვამი, რომ მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან – ვერასოდეს გაბედავს ჩემ დასჯას… ადამიანი ამბობს, რომ ის იმით განსხვავდება მამათმავლებისგან, რომ ცოლი მოიყვანა, მღვდელობაში ჰყავს ოჯახი შექმნილი… როდესაც გამოაძევეს მარგვეთის ეპარქიიდან, რით იმუქრებოდა და რატომ აუჭედეს კარები, იკითხეთ… ამბობდა, რომ ის პატრიარქის პარტნიორი იყო და ვერავინ გაბედავდა…. ასეთი ფარისევლებისგანაა წმინდა სინოდი…

ინგა გრიგოლია:

-საერო პირიც რომ მეჯდეს, მასაც ვეტყოდი, ეს რაღაც… ამ თემებზე აქცენტირება არ მიმაჩნია ლოგიკურად…

მეუფე პეტრე:

-მღვდელმთავარი თურმე არარაობა ყოფილა.

ინგა გრიგოლია:

-ის რომ მან თქვა, რომ არარაობაა, ხომ არ იძლევა იმის უფლებას, ასეთი ცილისწამებები პირდაპირ ეთერში… მეუფე პეტრე, რისი მიღწევა გსურთ?

მეუფე პეტრე:

-მეც იმის მიღწევა მინდა, რაც დაიწყო პრეზიდენტმა გამსახურდიამ, რომ ამხელდა მსგავს სოდომელებს ეკლესიაში, ეკლესია უნდოდა გაეთავისუფლებია მამათმავლებისგან და უფრო მეტად გამრავლდნენ.

ინგა გრიგოლია:

-ორი სასულიერო პირი ამხილეს დღეს…

მეუფე პეტრე:

-ვინ აკურთა ის ორი სასულიერო პირი? არ იცოდნენ, რომ იყვნენ?სტიქაროსნებიდან აფუჭებენ და მერე აკურთხებენ… ახლობელი მეუბნებოდა სალონში მყავს ადამიანი, მივდივარ, მაწესრიგებს, ვიცი, რომ ჰომოსექსუალია და ძალიან მიყვარსო – კი, ბატონო, არავინ უშლის, მაგრამ ერის მამა, ეკლესიის სულიერი წინამძღვარი ესეთი გვყავდეს და ასე იმართებოდეს ეკლესია, ამას არ უნდა შევეგუოთ ერი. რატომ უნდა მოვითმინო? ადამიანი მოვიდა, დამდო ბრალი…

ინგა გრიგოლია:

-პასუხი გაეცით, მაგრამ სექსუალურ ორიენტაციაზე დაიწყოთ საუბარი, ან არის მართალი, ან არ არის, მე რა ვიცი… უხერხულია

მეუფე პეტრე:

-ჩადით, მრევლის დიდი რაოდენობაა და სოციალურ ქსელში დაწერენ ადამიანები, რომ მე სიმართლეს ვამბობ.

ინგა გრიგოლია:

-თუ ყველა ასეთი იყო და ყველა ამ ცოდვაში იყო, მერე გაიგეთ, თქვენი გზები რომ გაიყარა? თქვენ ძალიან ახლოს იყავით პატრიარქთან, ამდენი წელი სინოდის წევრი იყავით… ეს იგივეა, მე რომ წავიდე ტელევიზიიდან და დავიწყო ლაპარაკი იმაზე, კაციჭამიები იყვნენ… უკვე დაპირისპირებიდან დაიწყეთ ამაზე აქცენტირება. მაგ ლოგიკით, ვიღაცა იმასაც იტყვის, ეგრე პეტრე ცაავაც იყო ყველაზე ახლობელიო…

მეუფე პეტრე:

-კი ვიყავი, მაგრამ სამშობლოზე წინ არასოდეს დამიყენებია, კერპი არ გამიხდია არასოდეს, როცა დავინახე უსამართლობა, როცა დავინახე, რომ იქ მართავს ქალი, როცა დავინახე უცხო ქვეყნის გავლენები…

ინგა გრიგოლია:

-მახსოვს, მე საავადმყოფოში ვიწექი, თქვენ მოხვედით და დიდი სიყვარულით გადმომეცით მისგან გამოგზავნილი რაღაც საჩუქარი, სახარება, ხატი, ჯვარი… მეუფე პეტრე, თქვენ მაშინ ისეთი სიყვარულით მესაუბრებოდით პატრიარქზე, ფარისევლობდით? თქვენგან მივიღე ის, რის გამოც კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა პატრიარაქი. მატყუებდით?

მეუფე პეტრე:

-ღმერთმა დამიფაროს… ბევრი მსაყვედურობს, რომ მე შევაყვარე პატრიარქი… ეს ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ვიცოდი, რომ უწმინდური იყო, შენ შემაყვარეო, მსაყვედურობენ… როცა გავიგე, თვალი დამეხუჭა ამ უწმინდურობაზე?

ინგა გრიგოლია:

-თქვენი მჯეროდა მაშინ და ტყუილი იყო?

მეუფე პეტრე:

-რატომ იყო ტყუილი, ურთიერთგამომრიცხავს რა ხედავ? მოვიდა ადამიანი და მომიყვა რომ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა… მოვიდა მეორე და მიყვება, შემიყვანეს პატრიარქთან ოთახში, ტრაგედია დატრიალდა, გამოვედი ყვირილით, წივილით და დაცვის წევრმა პირში ჩამიდო გადატენილი იარაღი, სახლში ცოცხალი ვერ მიხვალ, თუ ამას სადმე იტყვიო…

ინგა გრიგოლია:

-რატომ ენდობით მის სიტყვებს?

მეუფე პეტრე:

-რატომ არ უნდა ვენდო?

ინგა გრიგოლია:

-მე როდის უნდა გენდოთ, როდესაც პატრიარქის სიყვარულს მასწავლდით, თუ ახლა?

მეუფე პეტრე:

-მაშინაც მართალი ვიყავი, ასე მეგონა, როდესაც გავიგე, რომ მსახიობობს წმინდა კაცობას…

ინგა გრიგოლია:

-არ ვიცი, ერთი და ორი ადამიანის მოგონილი ამბით, როგორ შეიძლება…

მეუფე პეტრე:

-შენდობას ვითხოვ მაყუირებლის წინაშე, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა, არ ვიქნებოდი მართალი. მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდი, გულწრფელად მიყვარდა. მეგონა ერის მამა… პირველად როდის შემეპარა ეჭვი, გეტყვით, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე იყო, გადაიხადა პატრიარქმა პანაშვიდი – თამაზ ნადარეიშვილს ანთებული კელაპტარი მიაწოდა და უთხრა, ერთად ავანთებთ ამას სოხუმშიო… ბედნიერი ვიყავი… ვფიქრობდი, აი, როგორ ახლოს არის აფხაზეთის დაბრუნება… როცა ბატონი თამაზი გარდაიცვალა მაშინ შემეპარა ეჭვი მასში, როგორც წინასწარმეტყველ ადამიანში… როგორც იმას არ ვნანობ და არ მოვინანიებ, რომ ქართველი ვარ და მართლმადიდებელი, ასევე არაფერი მაქვს მოსანანიებელი, ჩემი საქციელისა. ეს არის ჩემი გოლგოთის გზა…

ინგა გრიგოლიამ, მეუფე ვახტანგს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, ამ ფორმით პასუხის გაცემა… იქვე კიდევ ერთხელ უამბო მაყურებელს, როგორ უყვარა ყოფილ მიტროპოლიტს პატრიარქი და როგორი სიყვარულით საუბრობდა ადრე მასზე.

თეგები: ინგა გრიგოლიამეუფე პეტრე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved