• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საწოლებს ათავისუფლება” – რატომ კლავდა ექიმი პაციენტებს? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:13 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

იტალიის ქალაქ მონტიკიარის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი კარლო მოსკა პანდემიის დაწყებიდან საკმაოდ დიდხანს თავდადებულ მედიკოსად მიაჩნდათ, თუმცა ახლა ის ​კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იუწყება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 47 წლის ექიმი ცოტა ხნის წინ, გმირად ითვლებოდა, რადგან ის დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულ ავადმყოფებთან ე.წ. “დაბინძურებულ ზონაში” დაუღალავად მუშაობდა. ექიმ მოსკას, იგივე “სიკვდილის დოქტორს” ორი თვის განმვალობაში ოჯახიც კი არ ჰყავდა ნანახი, რადგან მთელ დროს პაციენტებთან ატარებდა.

ის ეჭვმიტანილი მას შემდეგ გახდა, რაც იმავე კლინიკის მედდამ განაცხადა, რომ ექიმი მოსკა ​ძლიერმოქმედი პრეპარატების მიტანას ხშირად ითხოვდა, ეს კი პროტოკოლით კორონავირუსის მკურნალობისთვის არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ექიმის მოთხოვნით, სრულიად მარტო რჩებოდა მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან, რაც თანამშრომლებში ეჭვის გაჩენის საფუძველი გახდა.

ექიმის ქმედებით, პაციენტის გარდაცვალების მინიმუმ ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. იტალიის პროკურატურის ცნობით, მარტის თვეში მოსკამ პაციენტებს ძლიერი ანესთეზია – პროპოფოლის ლეტალური დოზა 61 წლის ნატალე ბასისა და 80 წლის ანჯელო პალეტის გაუკეთა.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მოსკა, იგივე “სიკვდილის დოქტორი” ლომბარდიის საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტის მკვლელობაში მონაწილეობდა. მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მოსკას კოლეგა-მედიკოსები ფიქრობენ, რომ პანდემიის სტრესის გამო ის შეიშალა. თუმცა, მათგან განსხვავებული ვერსია აქვთ პოლიციელებს – მათი აზრით, მოსკამ მოიშორა ისინი, ვინც, მისი აზრით, უიმედო პაციენტები იყვნენ, რათა ახალი პაციენტებისათვის საწოლი გაეთავისუფლებინა.

ბრალდებული ექიმი დაკავებულია, ის ბრალდებას უარყოფს.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: იტალიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved