• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარიას კრიტიკული წერილით კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა მიმართა

ალია ავტორი - ალია
10:37 02-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ამერიკელმა კონგრესმენმა რენდი უებერმა გიორგი გახარიას წერილით მიმართა. ტეხასის შტატის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერმინისტრისადმი გზავნილი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

როგორც კონგრესმენი წერს, ის შეშფოთებულია რეფორმების გადადებით და საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისთვის კლიმატის გაუარესებით.

ამასთან უებერი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასევე გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი საგარეო დახმარება, რომელსაც აშშ საქართველოში აგზავნის.

„ვგრძნობ, რომ უნდა შევუერთდე კოლეგებს, რომლებმაც ბოლო დღეებში მოგწერეს. ვუერთდები მათ შეშფოთებას, რაც გამოთქმულია საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გამო და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების არასათანადო სამიზნედ ქცევისა და შევიწროების გამო“, – წერს კონგრესმენი.

ტეხასელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო აშშ-ში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა

მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 50%-ით არის შემცირებული.

ამასთან, ამერიკელი სენატორი წერს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად.

„ვიმედოვნებ, მეგობრებს შორის გულწრფელი საუბარი მომავალ წლებში ურთიერთობებს გაამყარებს. ასევე იმედი მაქვს, თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, რომ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ქმედებები შეაჩეროს, წაახალისოს ამერიკიდან მზარდი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ერთმნიშვნელოვნად იპოვის გზებს, რათა რეაგირება მოახდინოს შემაშფოთებელ ნიშნებზე, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – წერს რენდი ვებერი.

კონგრესმენმა 4 თებერვლით დათარიღებული წერილის ასლი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და სხვა მაღალჩინოსნებსაც გაუგზავნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved