• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 წელია უკანონო პატიმარია და 2 წელია საწოლსაა მიჯაჭვული…” – გიორგი ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
17:22 02-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ადვოკატი გიორგი ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ოთხი #წელი…

დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკანონო პატიმრობიდან… ხოლო, ორი წელი გადის მას შემდეგ, რაც ის ხელ-ფეხ პარალიზებული საპყრობილეში საწოლსაა მიჯაჭვული…

გიორგი მამალაძე ძლიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, გაუძლებს ამ ყველაფერს… ის გადარჩება… აუცილებლად დაუბრუნდება ოჯახს და დედაეკლესიას…

  • ოჯახს, რომელმაც არნახული ტანჯვა გამოირა და დღემდე მონატრებასა და დარდში უწევთ ცხოვრება; – -დედაეკლესიას, რომელმაც გულწრფელი და სიმართლისთვის თავდადებული მღვდელი დაკარგა ეკლესის უზურპატორთა მზაკვრობის გამო.

რა დროც არ უნდა გავიდეს, სულ უფრო და უფრო ვიამაყებ, რომ რამდენიმე კარგ ადამიანთან ერთად ამ ბრძოლაში ისტორიის სწორ მხარეს ვიყავი და ვარ…

თუ ვინმეს იოტისოდენა კითხვა გაუჩნდება თუ რას მივაღწიეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში გეტყვით:

  1. დეკანოზს ბრალად ქონდა ისეთი მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა 20 წლიან პატიმრობას, რაც ჩვენი დიდი ბრძოლის შემდეგ სასამართლოში შეეცვალა 9 წლიანი პატიმრობით. დღეს მას 9 წლიანი უკანონო პატიმრობა აქვს (აქედან ოთხი მოხდილი) და არა 18-20 წლიანი.
  2. თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დეკანოზის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის ყველა საფუძველი, მტკიცებულება და სამართლებრივი მოქმედება სწორედ აქ ჩვენ გავაკეთეთ და შევქმენით, რაც შემდგომ გაიგზავნა ევროპაში.
  3. ჩვენ, რამდენიმე ადამიანმა შიშველი ხელებით დავამარცხეთ ხელისუფლების და ასევე საპატრიარქოს კონკრეტული დაჯგუფების პროპაგანდა და მათი უზარმაზარი რესურსი. სწორედ ამიტომაა დღეს საზოგადოების განწყობა დეკანოზის სასარგებლოდ.
  4. ასე საჯაროდ და დიდ სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა გავახმოვანეთ საპატრიარქოში არსებულ უკანონობებზე ტაბუდადებული თემები…
  5. ნაწილობრივ შევაჩერეთ და ასევე ვამხილეთ რუსეთის სახელმწიფოს და მისი საპატრიარქოს ზრახვების განხრციელება საქართველოს საპატრიარქოში (დეტალურად ოდესმე მეტად გასაჯაროვდება ეს საკითხი)…
  6. ერთ-ერთმა პირველებმა ვამხილეთ საჯარო სივრცეში მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი პირები და მათი უკანონო ქმედებები. ახლა რომ “გაწყალებულია” მაშინ ჯერ კიდევ ასე არ იყო…

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ამ ყველაფრის სანაცლოდ ჩვენ და ჩვენმა ოჯახებმა რა გადავიტანეთ, ამის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს…

და კიდევ ერთი: ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ასე უკანონოდაა დასჯილი #მეუფე #პეტრე და მისი ეპარქიის რამდენიმე მღვდელმსახური… ოდესმე ისინი აუცილებლად იპოვიან თავიანთ სამართალს…

განუზომლად დიდი მადლობა #ჟურნალისტებს და #საზოგადოებას .”

თეგები: გიორგი ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved